ჰემანგიომა

 

ჰემანგიომა დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლძარღვების შეშუპება. არ წარმოადგენს ავთვისებიან წარმონაქმნს.

 

ლოკალიზაციის ადგილის მიხედვით გამოიყოფა:

·         მარტივი ჰემანგიომებიგანლაგებულია კანის ზედაპირზე;

·         კავერნოზული ჰემანგიომებიგანლაგებულია კანქვეშ;

·         კომბინირებული ჰემანგიომებიშედგება კანისა და კანქვეშა ნაწილებისგან;

·         შერეული ჰემანგიომებიშედგება ახალი წარმონაქმნებისა და სხვა ქსოვილებისგან (კუნთოვანი ან ნერვული).

 

ბავშვებში ჰემანგიომის განვითარება დამოკიდებულია მათ ასაკზე:

·         1-8 თვემდე ჰემანგიომას აქტიური ზრდა;

·         6-18 თვემდეჰემანგიომას ზრდის შეწყვეტა;

·         4-7 წლამდედაავადების ინვოლუცია.

ჰემანგიომა ზრდასრულებში იშვიათად გვხვდება, თუმცა არსებობის შემთხვევაში შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა დაზიანებული ორგანოს ან ქსოვილის ზედაპირზე ინფილტრატების გაჩენის გამო.

ჰემანგიომის გაჩენის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ექიმები გამოყოფენ რამოდენიმეს:

·         ჰორმონალური ფონის დარღვევა;

·         ფეხმძიმობის პერიოდში დაავადებების გადატანა;

·         საშვილოსნოსში სისხლძარღვების განვითარების დარღვევა;

·         მზეზე დიდხანს ყოფნა.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         მოწითალო-მოლურჯო ფერის, 2-5 სმ ზომის წარმონაქმნების გაჩენა კანზე;

·         წითელი ფერის კანქვეშა წარმონაქმნების გაჩენა.

 

დიაგნოსტიკა

ჰემანგიომას მკურნალობის დასანიშნად ექიმი-ქირურგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:

·         საერთო დათვალიერებას;

·         რბილი ქსოვილების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         შესიებული ნაწილის ანგიოგრაფიას;

·         ქსოვილების პუნქციას.

 

მკურნალობა

ბავშვებში ჰემანგიომას მკურნალობა იშვიათად ინიშნება, რადგან შემთხვევების უმეტესობაში წარმონაქმნი გაიწოვება თავისით, რამოდენიმე წლის შემდეგ.

ღვიძლისა და სხვა შინაგანი ორგანოების ჰემანგიომას მკურნალობა მოიცავს:

·         კრიოდესტრუქციას;

·         სხივურ თერაპიას;

·         ქირურგიულ ჩარევას;

·         წერტილოვანი ჰემანგიომების მოწვას;

·         სკლეროზულ თერაპიას;

·         ჰორმონალურ პრეპარატებს.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება აღნიშნული პრობლემის საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:

·         დაზიანებული ორგანოდან სისხლდენა;

·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         ტრომბოფლებიტი;

·         გულის უკმარისობა.

კანის ზედაპირზე წარმოქმნილი ჰემანგიომები საშიში არ არის.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         ნაადრევად დაბადებული ბავშვები;

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         ჰორმონალური დარღვევების მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ფეხმძიმე ქალებში ჰორმონალური ფონის კონტროლი, ინფექციური და ვირუსული დაავადებებისგან თავის დაცვა;

·         ბალანსირებული კვების ქონა;

·         მზეზე ხანგრძლივად ყოფნისგან თავის შეკავება;

·         ორგანიზმის გაჯანსაღება.