ჰაიმორიტი

 

ჰაიმორიტი – სინუსიტის ნარისახეობა, რასაც ახასიათებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება. ჰაიმორიტი ზრდასრულებსა და ბავშვებში ჩნდება წლის ცივი სეზონის დროს.  

 

გამოიყოფა ჰაიმორიტის შემდეგი ფორმები:

·         მწვავე ჰაიმორიტივითარდება ინფექციური დადავადებების შემდეგ;

·         ქრონიკული ჰაიმორიტივითარდება მწვავე ჰაიმორიტისგან, მკურნალობის არარსებობის პირობებში.

ჰაიმორიტის სახეობები:

·         ერთმხრივი;

·         ორმხრივი.

 

მიზეზები

დაავადების წარმოშობის მიზეზებია:

·         მწვავე რესპირატორული ინფექციების გართულება;

·         ალერგიული რეაქციები;

·         ფიზიოლოგიური მიზეზები;

·         ცხვირ-ხახის ქრონიკული დაავადებები;

·         კბილების დაავადებებისას ინფექციების გავრცელება.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის ისმპტომები:

·         სქელი, მომწვანო-მოყვითალო გამონადენი ცხვირიდან;

·         ტკივილი, რომელიც ძლიერდება დახრის ან სახის კუნთების დაჭიმვისას;

·         ყნოსვის დაკარგვა;

·         მაღალი ტემპერატურა;

·         ცხვირის გაჭედვა;

·         მუდმივი სურდო.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოტოლარინგოლოგი და ნიშნავს:

·         პირის ღრუს დათვალიერებას;

·         სახის რენტგენოლოგიურ გმოკვლევას;

·         ცხვირის ტომოგრაფიას.

 

მკურნალობა

ჰაიმორიტის სამკურნალოდ ინიშნება:

·         ლორწოვანის დასიების საწინააღმდეგო და ჭარბი ლორწოვანის გამოსადევნი პრეპარატები;

·         ანტიბიოტიკები;

·         ზოგადგამაჯანსაღებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         ცხვირის ღრუს გამორეცხვა;

·         ცხვირის ღრუს პუნქცია;

·         ჰაიმოროტომია.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         ოფთალმიტი;

·         მხედველობითი ნერვის დაზიანება;

·         მენინგიტი;

·         ენცეფალიტი;

·         ოსტეომიელიტი.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ჰიგიენის ნორმების დაცვა;

·         მოწევაზე უარის თქმა;

·         სპირტიან სასმელებზე უარის თქმა;

·         დაბინძურებული შენობებისთვის და გარემოსთვის თავის არიდება.