ღვიძლის ციროზი

 

ღვიძლის ციროზი ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, რომლის დროს ორგანიზმი ვერ უმკლავდება ტოქსიკურ ნივთიერებებს, ირღვევა საჭმლის მონელების ფუნქცია, ქვეითდება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების გამოყოფა და დაგროვება.

 

დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

·         ღვიძლის ალკოჰოლური ციროზი;

·         ღვიძლის ვირუსული ციროზი;

·         ღვიძლის მედიკამენტოზური ციროზი;

·         ღვიძლის ტოქსიკური ციროზი.

 

მიზეზები

·         ვირუსული ჰეპატიტების გართულება (В, С,);

·         აუტოიმუნური ჰეპატიტის გართულება;

·         ალკოჰოლის გადაჭარბებული გამოყენება;

·         ღვიძლისთვის ტოქსიკური პრეპარატების მიღება;

·         ნაღველსადინარების დაავადებები;

·         ღვიძლის ვენოზური გაჭედვა.

 

სიმპტომები

·         მარჯვენა კუთხეში ძლიერი ტკივილი;

·         მუცლის შებერილობა;

·         ძლიერი დაღლა;

·         შარდის გამუქება;

·         სილურჯეების და სისხლჩაქცევების გაჩენა;

·         ხელის გულების დაწითლება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ჰეპათოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სისხლის ანალიზი;

·         ღვიძლის ბიოპსია;

·         ღვიძლის კომპიუტერული ტომოგრაფია

·         ღვიძლის მაგნიტო-რეზონანსურლი ტომოგრაფია;

·         ღვიძლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

 

მკურნალობა

·         ციტოსტატიკები და გლუკოკოსტიკოსტეროიდები, რომელბიც აფერხებენ პროცესის აქტივობას;

·         პრეპარატები, რომელბიც აუმჯობესებენ ღვიძლის ფუნქციას და მეტაბოლიზმს;

·         სადეზინტოქსიკაციო თერაპია;

·         შარდმდენი საშუალებები;

·         ანტიბაქტერიული პრეპარატები.

 

დიეტა

მკურნალობის დროს ინიშნება დიეტა №5, რომელიც გამორიცხავს:

·         ცომეულს;

·         ცხიმიან ხორცს;

·         ცხიმიან რძის პროდუქტებს;

·         კვერცხს;

·         ცივ სასმელს, ყავას, კაკაოს.

 

საშიშროება

დაავადების გართულებისას დგება შემეგი საშიშროება:

·         ასციტი (მუცელში წყლის ჩადგომა);

·         კუჭიდან და საყლაპავიდან სისხლდენა;

·         სიყვითლე;

·         ღვიძლის ენცეფალოპათია;

·         ღვიძლის კიბო.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ალკოჰოლის ჭარბ მიღებაზე უარის თქმა;

·         მედიკამენტების მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მიღება;

·         ღვიძლის დაავდებების დროული მკურნალობა.