გულის უკმარისობა

გულის უკმარისობამდგომარეობა, როცა გული ვერ უმკლავდება სისხლის ნაკადს და შესაბამისად ირღვევა ცირკულაციის პროცესი.

 

მიზეზები

·         სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, დილატაციური კარდიომიოპათია, სხვადასხვა არითმია, არტერიული ჰიპერტენზია და ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია;

·         გაზრდილი დატვირთვა, სისხლძარღვების სტენოზი, ათეროსკლეროზი;

·         ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია;

·         მძიმე ინფექციები, ბრონქებისა და ფილტვების მწვავე დაავადებები.

 

სიმპტომები

·         ავადმყოფი არ განიცდის დისკომფორტს. პათოლოგია ვლინდება მხოლოდ გამოკვლევების დროს.

·         ავადმყოფი დისკომფორტს განიცდის ფიზიკური დატვირთვის დროს, კიბეზე ხანგრძლივი ან სწრაფი ასვლისას.  

·         ავადმყოფს აწუხებს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხუთვა ან საერთო სისუსტე, უსივდება ფეხები.

·         ავადმყოფი ყველა ზემოთჩამოთვლილ სიმპტომს ერთიანად განიცდის მშვიდ მდგომარეობაშიც კი. ფეხების შესიება ძლიერდება, ჩნდება ძლიერი ხველა, რთულდება სუნთქვა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა: გულის ასკულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია სხვადასხვა ვარიანტებში, ექოკარდიოგრამა, ტრედმილ-ტესტი.

 

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს ამბულატორულად. მიიღება დიურეტიკები შეშუპების დასაცხრობად და ასციტის დასაწევად. მძიმე შემთხვევების დროს ხდება ქირურგიული ჩარევა.

 

დიეტა

მკურნალობის დროს პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტა, რომელიც გამორიცხავს მლაშე საკვებს. ასევე გამორიცხულია შოკოლადი, ცხარე და შებოლილი პროდუქტი, ალკოჰოლი.

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს მიოკარდის ინფარქტი, აორტის გახეთქვა, ფილტვების შეშუპება, გულის გაჩერება.

 

რისკის ჯგუფი

მწეველები, ხშირი სტრესის ქვეშ მყოფი და ცხოვრების არაჯანსაღი წესის მქონე ადამიანები.

 

გულის უკმარისობა

ცხოვრების ჯანსაღი წესის ქონა. მლაშე, ცხიმიანი საკვების გამოყენებაზე, ასევე მოწევაზე უარის თქმა.