გულის ასთმა

გულის ასთმა - წარმოადგენს ხუთვით შეტევებს, ჰაერის უკმარისობას, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

 

მიზეზები

·         მიტრალური სტენოზი;

·         გულის იშემიური დაავადება;

·         მიოკარდის მწვავე ინფარქტი;

·         გულის ანევრიზმა;

·         პოსტინფარქტული მდგომარეობა;

·         ქრონიკული გლომერულონეფრიტის გამწვავება;

·         კარდიოსკლეროზი;

·         მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი;

·         გულის კანკალი;

·         გულის სარქვლების უკმარისობა ან მანკი;

·         სისხლის მასის გაზრდა;

·         გულის უკმარისობა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმის ჰიპერაქტიურობით ან ზედმეტი ფიზიკური დატვირთვით.

 

სიმპტომები

·         ხუთვა;

·         მშრალი ხველა;

·         კანის სიფერმკრთალე;

·         სახის, ტუჩების თითების სილურჯე;

·         ჭარბი ოფლიანობა;

·         ფილტვების შეშუპება, მძიმე სუნთქვა;

·         რეფლექტორული ხასიათის ბრონქიალური სპაზმები.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

·         კარდიოლოგის მიერ დათვალიერება;

·         გულმკერდის რენტგენი;

·         ელექტროკარდიოგრამა;

·         კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

·         შეტევის დროს პირველადი სამედიცინო დახმარება;

·         მედიკამენტოზური მკურნალობა;

·         ჟანგბადის ინჰალაციები;

·         მორფინის ან ფუროსემიდის შეყვანა კანქვეშ ან მედიკამენტური ფორმით მიღება;

·         გულის გლუკოზიდების შეყვანა.

 

საშშროება

შეტევის დროს შესაძლოა დადგეს ლეტალური შედეგი. აუცილებელი სამედიცინო დახმარების პირობებში ამის თავიდან აცილება შესაძლებელია.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         რაციონალური მედიკამენტოზური თერაპია;

·         არტერიული წნევის კონტროლი;

·         ჯანსაღი ცხოვრების წესი;

·         სიმშივდე.