გირსუტიზმი

გირსუტიზმი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქალის სხეულსა და სახეზე ჭარბთმიანობა, რაც ანდროგენდამოკიდებულად ითვლება.

თმის სიჭარბე აღინიშნება შემდეგ ადგილებში:

·         ზედა ტუჩზე;

·         ნიკაპზე;

·         ლოყებზე;

·         ყურებზე;

·         ზურგის, მკერდის ზედა ნაწილზე;

·         მუცლის ქვედა ნაწილზე;

·         თეძოების შიდა ნაწილში.

 

მიზეზები

დაავადება ჩნდება ქალის ორგანიზმში ანდროგენების (მამაკაცური ჰორმონების) მომატების შედეგად.
დაავადების განვითარებაზე მოქმედი ფაქტორებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვყოთ გირსუტიზმის შემდეგი ფორმები:

·         ნეიროენდოკრინულიწარმოიშობა ქალის ორგანიზმში ჰორმონალური დარღვევების შედეგად, რაც იწვევს მამაკაცური ჰორმონების გამომუშავების გაზრდას;

·         კონსტიტუციონალური (ოჯახური) – წარმოიქმნება 5-ალფა-რედუქტაზის გაზრდილი აქტივობით (ფერმენტი, რომელიც მონწილეობს სტეროიდული ჰორმონების გამომუშავებაში);

·         იატროგენული (წამლიანი) – წრმოიქმენება ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივად მიღების გამო (გლუკოკორტიკოიდები, ანაბოლიური სტეროიდები, პერორალური კონტრაცეპტივები).

ანდროგენების გაზრდაზე გავლენას ახდენენ შემდეგი ფაქტორები:

·         კუშინგის სინდრომი;

·         თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დისფუნქცია;

·         ჰიპოთირეოზი;

·         პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;

·         საკვერცხეების ჰიპერთეკოზი.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         თმის საფარის გამუქება და გაუხეშება

·         ქალებისთვის უჩეულო ადგილებში თმის ზრდა;

·         კანის გაცხიმიანების ზრდა;

·         აკნეს წარმოქმნა;

·         ალოპეცია (გამელოტება) თავზე;

·         მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა(არარეგულარული, მწირი გამონადენი, 3 თვის მანძილზე მენსტრუაციის არ ქონა);

·         ბავშვის ჩასახვის შეუძლებლობა;

·         ხმის დაბოხება;

·         კუნთების მასის გაზრდა;

·         სარძევე ჯირკვლების ზომის შემცირება;

·         სასქესო ბაგეების დაპატარავება და კლიტორის გაზრდა;

·         გაზრდილი ლიბიდო.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი და ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:

·         სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;

·         თირკმელზედა ჯირკვლების, საკვერცხეების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         თავის ტვინისა და შინაგანი ორგანოების მაგნიტო-რეზონანსულ ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას;

·         საკვერცხეების ლაპარასკოპიას (იძლევა სიმსივნეების გამვლენის საშუალებას).

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ჰორმონალურ პრეპარატებს (ესტოგენებს, ანტიანდროგენებს);

·         პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ საკვერცხეების მიერ ჰორმონების გამომუშავებას;

·         ოპერატიულ ჩარევას (საკვერცხეების სიმსივნეების მოცილება).

არასასურველ თმას აუფერულებენ ან აცილებენ კოსმეტიკური საშუალებებით.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ჰორმონალური დარღვევების გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;

·         წამლების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.