გინგივიტი

გინგივიტი  დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღრძლიების ლორწოვანის ანთება. დაავადება შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული ფორმის.

გამოყოფენ დაავადების შემდეგ სახეობებს:

·         კატარალური გინგივიტივლინდება ღრძილების ანთებით და დასიებით;

·         წყლულოვანი (წყლულოვან-ნეკროტული) გინგივიტივლინდება ღრძილების მკვდარი ნაწილების წარმოშობით;

·         ჰიპერტროფიული გინგივიტივლინდება ღრძილის ქსოვილის საგრძნობი გადიდებით და მისგან სისხლდენით;

·         ატროფიული გინგივიტიასეთი ფორმის დროს ხდება ღრძილის ქსოვილის დაპატარავება;

·         დესკვამატიური (გეოგრაფიული) გინგივიტივლინდება ღრძილის მკვეთრი გაწითლებით და ლორწოვანი გარსის ჭარბი გამოყოფით.

 

მიზეზები

მიკროორგანიზმები, რომლებიც ხვდებიან პირის ღრუში საკვებიდან ან არსებობენ იქ მუდმივად, რაც გამოწვეულია ცუდი ჰიგიენისაგან. სწორედ ეს ხდება ანთებითი პროცესის ძირითადი მიზეზი.

გინგივიტის მიზეზები ხდება ასევე:

·         პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა (კბილებზე ნადების და ქვების გაჩენა);

·         ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მიღება;

·         ციკლოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებისა და ჰიპოტენზიური საშუალებების ხანგრძლივი მიღება;

·         კბილების ზრდა (ბავშვებში);

·         С ვიტამინის უკმარისობა;

·         დაქვეითებული იმუნიტეტი;

·         ღრძილების დაზიანება;

·         ზედმეტად ცივი ან ცხელი საკვების გამოყენება.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ღრძილების დასიება, დაწითლება;

·         სხეულის ტემპერატურის აწევა;

·         ღრძილების გამოკვეთა;

·         ღრძილების ჰიპერპლაზია;

·         ქავილი ღრძილებზე;

·         საკვების მიღების დროს ტკივილის შეგრძნება;

·         უსიამოვნო სუნი პირში;

·         ღრძილების ატროფია (მოშიშვლებას იწყებს კბილის ძირები და ყელი).

 

დიაგნოსტიკა

გინგივიტის დიაგნოსტიკას ატარებს სტომატოლოგი. მკურნალობის დასადგენად ის ატარებს ვიზუალურ და ინსტრუმენტალურ დათვალიერებას. რაიმე დამატებითი გამოკვლევები საჭირო არ არის.

 

მკურნალობა

დაავადების აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         პირის ღრუს პროფესიონალურ ჰიგიენას (კბილების საფუძვლიან გამოხეხვას, პირის ღრუს ანტისეპტიკურ დამუშავებას);

·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         ქირურგიულ ჩარევას (ღრძილის ჰიპერტროფირებული ნაწილის მოკვეთას).

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:

·         დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლა;

·         პაროდონტიტი;

·         ყბების ძვლების დაინფიცირება;

·         ჰემატოგენური ინფექციები (ინფექციური ენდოკარდიტი, გლომერულონეფრიტი).

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;

·         მოწევაზე უარის თქმა;

·         სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი (1-2-ჯერ წელიწადში);

·         ტრიკლოზანის შემცველი კბილის პასტის გამოყენება;

·         ისეთი საკვების გამოყნება, რომელიც მდიდარია კალციუმით, კალციუმიანი პრეპატარები.