გინეკომასტია

გინეკომასტიასარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში, რომლის შედეგად მამაკაცის მკერდი ემსგავსება ქალისას. იმის თქმა, რომ გინეკომასტია ქალებშიც არის - არასწორია: სარძევე ჯირკვლების გადიდება ქალებში წარმოადგენს სარძევე ჯირკვლის ჰიპერტროფიას.

გინეკომასტია მამაკაცებში არის სამი ტიპის:

·         ნამდვილიჯირკვლების ქსოვილის გაზრდა;

·         ცრუცხიმოვანი ნადების გაზრდა;

·         შერეულინამდვილი და ცრუ გინეკომასტიის ნარევი.

 

გინეკომასტიის წარმოშობის მიზეზები

დაავადების წარმოშობის მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა:

·         ზოგიერთი პრეპარატის და ანაბოლიური სტეროიდების მიღება;

·         სიმსუქნე, საკვერცხეების დასიება, თირკმელზედა ჯირკვლის გადიდება, ასევე ფილტვების, კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები;

·         პროსტატის ადენომა;

·         შაქრიანი დიაბეტი;

·         ღვიძლის დაავადება;

·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

·         დიფუზიური, ტოქსიკური ჩიყვი;

·         გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;

·         ფილტვების ტუპერკულოზი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა;

·         ალკოჰოლიზმი.

გარდამავალ ასაკში მამრობითი სქესის თითქმის 70%-ს ემართება ე.წ. ასაკობრივი გინეკომასტია. ის ჩნდება გარდატეხის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებების გამო, მას ჩვეულებრივ არ მკურნალობენ.

 

სიმპტომები

არსებობს გინეკომასტიის სამი სტადია:

·         განვითარებადიმიმდინარეობს ოთხი თვის მანძილზე;

·         შუალედურიპაციენტი საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას;

·         ფიბროზულიმკერდი ემსგავსება ქალისას და მისი ფორმის შეცვლა აღარ ხდება.

გინეკომასტიის ნიშნებია:

·         სარძევე ჯირკვლების გადიდება (საშუალოდ 1-4 სმ);

·         შესაძლოა ტკივილი და ძუძუს თავებიდან გამონადენი.

 

დიაგნოსტიკა

·         სამედიცინო დათვალიერება;

·         სისხლის ანალიზი შემდეგ ჰორმონებზე: ჰორიოგონადოტროპინი, ტესტოსტერონი, ესტრადიოლი, მალუტეინიზებელი ჰორმონი, პროლაქტინი;

·         კუნთქვეშა ლიმფოკვანძებისა და მკერდის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         მამოგრაფია;

·         პუნქციონალური ბიოპსია, გამონადენის ციტოლოგიური გამოკვლევა;

·         ღვიძლის ფუნქციური სინჯები;

·         ჩვენებების მიხედვით იკვლევენ ფარისებრ ჯირკვალს, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებს; აკეთებენ ქრომოსომულ ანალიზს.

 

მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც კონსერვატიული, ისე ოპერატიული. თუ თერაპია არ შველის, მაშინ ხორციელდება ქირურგიული მკურნალობა. გინეკომასტიის განსაკურნებლად, ექიმი ახდენს სარძევე ჯირკვლისა და ხიმოვანი ქსოვილის მოშორებას. გინეკომასტიის მოცილება პრაქტიკაში ნაკლებად ტრამვატული (პუნქციურ-ასპირაციული, ენდოსკოპიური) მეთოდებით ხდება.

 

საშიშროება

გინეკომასტია შესაბამისი მკურნალობის გარეშე შესაძლოა გადაიზარდოს ავთვისებიან წანაზარდში.

 

პროფილაქტიკა

ალკოჰოლზე უარის თქმა, ზემდმეტ ჭამასა და სპროტული პრეპარატების გამოყენებაზე უარის თქმა, რომლებიც ზრდიან კუნთის მასას. «ხალხური» მეთოდებით გინეკომასტია არ იკურნება.

 

რისკის ჯგუფი

11-14 წლის მოზარდი ბიჭები, მამაკაცები 50-დან 80 წლამდე. სპორტსმენები, რომლებიც იყენებენ ანაბოლურ სტეროიდებს.