გავის ოსტეოქონდროზი

 

გავის ოსტეოქონდროზი  ხერხემლის დაავადება, რომელიც ლოკალიზდება გავის არეში. უფრო ხშირად გვხვდება გავა-წელის ოსტეოქონდროზის სახით. 

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ნერვული დაბოლოებების დაზიანება;

·         ხერხემლის ტრავმები;

·         ჭარბი წონა;

·         ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესი.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         გავა-თეძოს ნაწილში ძლიერი ტკივილი, რომელიც გადაეცემა ფეხს;

·         ნებისმიერი მოძრაობა მხოლოდ ამძაფრებს ტკივილს;

·         დაზიანებულ ადგილზე მგრძნობელობის მომატება;

·         ფეხებში ჩხვლეტისა და სიცივის შეგრძნება;

·         დაავდების კერებში ხდება კანის გამოშრობა და დახეთქვა;

·         მოძრაობის გართულება;

·         შარდის გამოყოფის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         გავა-წელის ნაწილის რენტგენი;

·         გავა-წელის ნაწილის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         გავა-წელის ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდულ პრეპარატებს;

·         გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;

·         ნოვაოკაინის ბლოკადას;

·         კუნთების რელაქსანტებს;

·         შარდმდენ პრეპარატებს;

·         მანუალურ თერაპიას;

·         ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;

·         სამკურნალო ფიზკულტურას.

 

საშიშროება

დაავდების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს:

·         იშიასი;

·         რადიკულიტი;

·         ხერხემლის მალების არასტაბილურობა;

·         პროტრუზია;

·         შარდსასქესო სისტემის რღვევა;

·         თიაქარი;

·         ხერხემლის გამრუდება.

 

რისკის ჯგუფი

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;

·         მჯდომიარე სამუშაოს მქონე პირები;

·         ადამიანები, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია ზურგზე დიდ დატვირთვასთან;

·         სუსტი კუნთების სისტემის მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ზურგისა და თეძოს კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშის შესრულება;

·         ხერხემლის დატვირთვის გაკონტროლება;

·         ხერხემლის სწორად დაჭერა;

·         მოხრის ან მოტრიალების დროს მკვეთრი მოძრაობისგან თავის შეკავება.