განდიდების მანია

განდიდების მანია (განდიდების ბოდვა, მეგალომანია) ფსიქიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცნობიერების ან პიროვნული ქცევის დარღვევა, რაც ვლინდება საკუთარი თავის მნიშვნელობის გადაფასებაში, ცნობადობის გაზრდაში, გამდიდრების სურვილში, ძალაუფლების მიღებაში, პოლიტიკური გავლენის მოპოვებაში და ა.შ. ექიმები არ თვლიან, რომ განდიდების მანია ფსიქიკის ცალკეული აშლილობაა მანიაკალური სინდრომით, პარანოიის სიმპტომით ან როგორც არასრულფასოვნების კლიმაქსის ცალკეული სახეობა.  

 

მიზეზები

დღემდე დაუდგენელია მიზეზები, რის გამოც ვითარდება დაავადება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:

·         აფექტური ფსიქოზი;

·         პორგრესული პარალიჩის გართულებები;

·         ძლიერი სტრესული სიტუაციები;

·         პარანოიდალური შიზოფრენიის ნიშნები;

·         ფსიქიკური ტრავმები, რაც იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ადამიანის მიერ საკუთარი მნიშვნელობის, ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობების გადაფასება;

·         «ნარცისიზმი» (საკუთარი თავით ტკბობა);

·         ხასიათის ხშირი ცვლა;

·         მაღალი აქტივობა, საკუთარ თავზე საუბარი;

·         სხვისი აზრის მიმართ ინტერესის არქონა;

·         სხვების მიმართ აგრესიულობა;

·         უძილობა;

·         მხოლოდ საკუთარ იდეებზე და ფიქრებზე კონცენტრაცია.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების სამკურნალოდ დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ფსიქოთერაპევტი, რომელიც ახდენს პაციენტის საერთო დათვალიერებას, გასაუბრებას, ასევე აანალიზებს პაციენტის ქცევას, რის საფუძველზეც ხდება ინდივიდუალური მკურნალობის კურსის შერჩევა.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ლიტიის შემცველ პრეპარატებს;

·         ფენოტიაზინებს;

·         ნეიროლეპტიკებს;

·         ძირითადი დაავადების მკურნალობას;

·         ფსიქოთერაპიას;

·         სოციალურ რეაბილიტაციას.

ხშირად მკურნალობა არ გვაძლევს სრულად გამოჯანმრთელების შედეგს, ამიტომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს რეციდივებს.

 

საშიშროება

დაავადების გართულება იწვევს:

·         დეპრესიას;

·         გონებასუსტობას.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან ქრონიკული სომატური დაავადებებით;

·         ადამიანები, რომლებიც მიდრეკილები არიან ხშირი სტრესისკენ;

·         ნარკო და ალკოდამოკიდებულები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ექიმ-ფსიქოთერაპევტთან პერიოდული კონსულტაციების გავლა;

·         ფსიქიკის აშლილობის გამომწვევი დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა;

·         ემოციური და სტრესული სიტუაციებისგან თავის დაცვა;

·         ძილის რეჟიმის გაკონტროლება.