გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი დაავადება, რომელსაც ახასიათებს მსხვილი ნაწლავის ფუნქციის დარღვევა.

 

მიზეზები

·         ხშირი სტრესი;

·         მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმები;

·         საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები;

·         ნაწლავის ჰიპერმგრძნობელობა;

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი.

 

სიმპოტმები

·         მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერი ტკივილი;

·         ტკივილის გაძლიერება საკვების მიღების ან დეფეკაციის დროს;

·         ღამის პერიოდში ტკივილის გავლა;

·         მუცლის შებერილობა;

·         დილაობით დიარეა;

·         შეკრულობა;

·         კალაში ლორწოს ნარევი;

·         პერიოდული გულის რევა, ღებინება;

·         სწრაფი დაღლა;

·         ძილის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს გასტროენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;

·         კალას ანალიზი;

·         კოპროგრამა;

·         კალას დათესვა;

·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         ნაწლავების კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენი;

·         ენდოსკოპიური გამოკვლევა.

 

მკურნალობა

·         მოსადუნებელი ან დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         სპაზმოლიტიკები;

·         გასაუმტკივარებელი პრეპარატები;

·         დიეტის დაცვა.

 

დიეტა

მკურნალობის პერიოდში ინიშნება დიეტა №4, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს შემდეგ პროდუქტებს:

·         ცხიმიან ხორცეულს;

·         კონსერვებს;

·         მლაშე და დამარინადებულ პროდუქტს;

·         უმ ხილს და ბოსტნეულს;

·         ბურღულს;

·         ცომეულს;

·         ყავას, გაზიან სასმელს;

·         ნაყინს;

·         შოკოლადს.

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         გასტრიტი;

·         პანკრეატიტი;

·         ქოლეცისტიტი;

·         ნაღველკენჭოვანი დაავადება;

·         ნაწლავის გაუვალობა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         დაბალანსებული კვება;

·         მწვავე სიტუაციებისთვის თავის არიდება;

·         აქტიური ცხოვრების წესის ქონა.