გაფანტული სკლეროზი

გაფანტული სკლეროზი  ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის გარკვეული ნაწილის დაზიანება.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         გენეტიკური მიდრეკილება;

·         ხშირი ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები;

·         ტოქსკიური ნივთიერებებით მოწამვლა;

·         რადიაციული დასხივება;

·         თავისა და ზურგის ტვინის ტრავმები;

·         ხშირი სტრესული სიტუაცია.

 

სიმპტომები

·         სამოძრაო აქტივობის გაუარესება;

·         მგრძნობელობის დაქვეითება;

·         კიდურებში ჩხვლეტა და გრძნობის დაკარგვა;

·         კოორდინაციის დარღვევა;

·         მხედველობის გაუარესება;

·         საუბრის შენელება, გაურკვევლობა;

·         ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება;

·         გაღიზიანებულობა;

·         სწრაფი დაღლა;

·         საერთო სისუსტე;

·         სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სისხლის იმუნოლოგიური ანალიზი;

·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         ზურგის ტვინის პუნქცია;

·         ნევროლოგიური გამოკვლევა.

 

მკურნალობა

·         ანტივირუსული პრეპარატები;

·         ჰორმონალური თერაპია;

·         პლაზმოფარეზი;

·         ფიზიოთერაპიული მკურნალობა.

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         ეპილეპსია;

·         პარალიჩი;

·         შარდ-სასქესო სისტემის მოშლა;

·         დეპრესია;

·         თირკმლის უკმარისობა;

·         გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება.

 

რისკის ჯგუფი

·         20-40 წლის ასაკის ადამიანები;

·         ქალები;

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ექიმი-ინფექციონისტის კონსულტაცია;

·         ექიმი-ნევროლოგის კონსულტაცია;

·         ფიზიკური ვარჯიშის რეგულარულად შესრულება;

·         დაბალანსებული კვების ქონა.