გაჭიანურებული ორსულობა

გაჭიანურებული ორსულობა (გახანგრძლივებული ორსულობა) ორსულობა, რომელიც გრძელდება 42 კვირაზე მეტს. ნორმალური ორსულობა გრძელდება 40 კვირა ბოლო მენსტრუაციიდან ან 38 კვირა ბავშვის ჩასახვიდან.

 

მიზეზები

გაჭიანურებული ფეხმძიმობის მიზეზებია:

·         გენეტიკური მიდრეკილება;

·         ქალის მხრიდან ბავშვის გაჩენის მზაობის არქონა;

·         ფსიქიკური ტრავმები;

·         ნაყოფის იმუნური სისტემის უმწიფრობა;

·         ნაყოფის არასწორი მდგომარეობა საშვილოსნოში;

·         ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები;

·         С, Р, Е, В ვიტამინების ნაკლებობა ორგანიზმში;

·         გადატანილი აბორტების გართულებები;

·         მცირე მენჯის ორგანოების გადტანილი დაავადებები;

·         ჰესტოზი;

·         ლიპიდური ცვლის დარღვევა.

 

სიმპრომები

·         40 კვირის ვადისთვის საშვილოსნოს ყელი მომწიფებული არ არის;

·         ნაყოფის გარშემო არსებული სითხის რაოდენობის დაკლება;

·         პლაცენტას დაბერება;

·         არ ფიქსირდება «წინა სამშობიარო» ფონი;

·         ამნიომურ სითხეში არის მეკონიუმის ნაკლებობა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს მეან-გინეკოლოგი. მკურნალობისთვის საჭიროა:

·         მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         ნაყოფის საკვერცხის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         ამნიოცენტეზი;

·         ბავშვის მოძრაობის შემოწმება.

 

მკურნალობა

·         ხელოვნური მშობიარობა;

·         საკეისრო.

 

საშიშროება

აღნიშნული პრობლემის გართულებები შეიძლება იყოს:

·         სამშობიარო ტრავმები;

·         ამნიონური წყლების ბავშვის ფილტვებში დაგროვება;

·         ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეული ბავშვის მძიმე მდგომარეობა;

·         ნაყოფის ასფიქსია.

 

რისკის ჯგუფი

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების ქალები;

·         ფსიქოლოგიური ტრავმების გადამტანი ქალები;

·         დარღვეული მენსტრუალური ციკლის მქონე ქალები;

·         ქალები, ვისაც გაკეთებული აქვთ მშობიარობამდე აბორტი;

·         ენდოკრინული სისტემის დაავადებების მქონე ქალები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         მეან-გინეკოლოგის რეგულარული კონსულტაცია;

·         შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების დროული მკურნალობა;

·         ფეხმძიმობის დროს არ უნდა შეიზღუდოს მოძრაობა.