ფსორიაზი

 

ფსორიაზი არაინფექციური ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს კანის საფარს.

 

მიზეზები

დაავადების წარმოშობის კონკრეტული მიზეზები დადგენილი არ არის, თუმცა ექიმები თვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს:

·         სტრესი, ნეგატიური ემოციური მდგომარეობა;

·         ენდოკრინული პათოლოგიები;

·         მემკვიდრეობა;

·         იმუნური სისტემის დაქვეითება.

 

სიმპტომები

·         ფრჩხილი იფარება ნანემსარის ტიპის ლაქებით;

·         ფრჩხილი იცვლის ფერს, დაავადება ჰგავს სოკოვან დაავადებას.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც ის ახდენს პაციენტის საერთო დათვალიერებას, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობის შემოწმებას, დაავადებული კერების შესწავლას.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         საერთო თერაპიას;

·         ადგილობრივ თერაპიას;

·         ფიზიოთერაპიას.

 

დიეტა

გამწვავებული ფსორიაზისას დაშვებულია შემდეგი პროდუქტების მიღება:

·         ხილი;

·         ხილის წვენი;

·         ბოსტნეული;

·         მწვანილი;

·         კენკრა;

·         უცხიმო ხორცი - დღეში 200 გრ;

·         ნებისმიერი სახეობის თხილი;

·         უცხიმო თევზი;

·         რძის პროდუქტები;

·         ჭვავის პური;

·         ზღვის კომბოსტო.

 

პაციენტმა არ უნდა მიიღოს:

·         შებოლილი პროდუქტი;

·         წითელი თევზი;

·         ცხოველური ცხიმები;

·         კვერცხი;

·         ღორისა და იხვის ხორცი;

·         ცომეული.

 

საშიშროება

ფსორიაზი სერიოზული, მაგრამ არა სასიკვდილოა. ის ადაბლებს ცხოვრების ხარისხს, რადგან მისით დაზიანებული კანი და ფრჩხილები საკმაოდ უსიამოვნოდ გამოიყურება. დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია - ის ქრონიკული დერმატოლოგიური დაავადებაა, რომელიც მუდმივად „მიძინებულ“ მდგომარეობაში უნდა ვამყოფოთ.

 

რისკის ჯგუფი

·         კანის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;

·         კანის ტრავმების მქონე პირები;

·         ცენტრალური ნერვული და ვეგეტატიური სისტემების დარღვევების მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         კანის დატენიანება;

·         ცივ და მშრალ შენობებში დიდხან ყოფნისგან თავის შეკავება;

·         ლიტიების და ბეტა-ბლოკატორების მიღებისგან თავის შეკავება.