ფოლიკულიტი

 

ფოლიკულიტი   დაავადება, რომელსაც ახასიათებს თმის შუა და ღრმა ფოლიკულური ნაწილის ანთება, რაც იწვევს ჩრქოვან ანთებას.

 

მიზეზები

·         კანის სოკოვანი დაავადება;

·         ვირუსების არსებობა;

·         პარაზიტების არსებობა;

·         კანის დაზიანება;

·         დერმატოზების არსებობა;

·         ჭარბი ოფლიანობა;

·         იმუნური სისტემის დამაქვეითებელი პრეპარატები.

 

სიმპტომები

·         თმის ფოლიკულის ადგილებში ინფილტრაცია, სიწითლე;

·         პუსტულების გაჩენა ჩირქოვანი კერებით;

·         გარკვეული დროის შემდეგ დაზიანებულ ადგილებში პიგმენტაციის დატოვება;

·         გამონაყარის ქავილი და ტკივილი.~

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა: 

·         დერმატოსკოპია;

·         მიკროსკოპია, გამონადენის ბაქტ-დათესვა;

·         სოკოზე გამოკვლევა;

·         პჯრ-დიაგნოსტიკა.

 

მკურნალობა

·         გარე მოხმარების პრეპარატები ანტიბიოტიკებით;

·         სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         ანილინის ხსნარი კერების დასამუშავებლად;

·         ულტრა-სხივური თერაპია.

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         კარბუნკულის, ფურუნკულის გაჩენა;

·         ჰიდრადენიტი;

·         აბსცესი;

·         ფლეგმონა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;

·         კანის მიკროტრავმების დროული დამუშავება;

·         დაბალანსებული კვების ქონა;

·         ჭარბი ოფლიანობისთვის ყურადღების მიქცევა.