ფლუსი

 

ფლუსი   დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზედა ყბის ალვეოლარული წანაზარდის ან ქვედა ყბის  ალვეოლარული ნაწილის ანთებითი პროცესი.

 

მიზეზები

·         პერიდონტიტის, პულპიტის გართულება;

·         მოტეხილობები, ტრავმები;

·         დაინფიცირება სხვა დაავადებული ორგანოებიდან.

 

სიმპტომები

·         შესიება;

·         მწვავე ტკივილი, ტემპერატურის აწევა;

·         კბილის ძლიერი ტკივილი, საერთო ინტოქსიკაცია;

·         ყბის დასიება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება, ლიმფური კვანძების გადიდება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს სტომატოლოგი, რისთვისაც საკმარისია პაციენტის ზოგადი დათვალიერება.

 

მკურნალობა

·         კონსერვატიული მეთოდები;

·         ფიზიოთერაპიული მეთოდები;

·         ოპერატიული ჩარევა.

 

ფლუსის მოცილება ხდება შემდეგნაირად:

·         გაკვეთით;

·         დაზიანებული ადგილის დეზინფექციით;

·         დრენაჟის ჩადგმით;

·         დაავადებული კბილის მოცილებით.

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         მეზობელ ქსოვილებზე ჩირქოვანი კერების გაჩენა;

·         ოსტეომიელიტი;

·         აბსცესი;

·         ფლეგმონა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         კარიესის შემთხვევაში სპეციალისტთან დროულად მისვლა;

·         წელიწადში მინიმუმ ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი.