ფლუროზი

 

ფლუროზი   დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის ემალის დაზიანება, რაც გამოწვეულია ორგანიზმში მუდმივი ან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ფტორის ჭარბი რაოდენობით მოხვედრის შედეგად.

 

სიმპტომები

·         ემალზე შტრიხების გაჩენა;

·         ემალზე თეთრი ლაქების გაჩენა;

·         ემალის გაყვითლება;

·         კბილებზე ეროზიის გაჩენა;

·         ემალის გარდა ზიანდება კბილის მყარი ქსოვილები.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს სტომატოლოგი, რისთვისაც საკმარისია პაციენტის პირის ღრუს ზოგადი დათვალიერება.

 

მკურნალობა

·         კბილების გათეთრება;

·         რემინერალიზირებადი თერაპია;

·         კბილების რესტავრაცია;

·         ორთოპედიული მკურნალობა.

 

რისკის ჯგუფი

·         4 წლამდე ბავშვები;

·         ადამიანები, რომელბიც დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ ადგილებში, სადაც წყალში მაღალი ფტორის შემცველობაა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ორგანიზმში შემავალი ფტორის კონტროლი;

·         ფტორის შემცველი კბილის პასტებზე უარის თქმა;

·         რაციონალური კვების ქონა;

·         წელიწადში 1-2-ჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი.