ფილტვის ფიბროზი

 

ფილტვის ფიბროზი დაავდება, რომელსაც ახასიათებს ფილტვის ბოჭკოვანი დამაკავშირებელი ქსოვილის გადიდება.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ფილტვის დაავადებების გართულება;

·         მინერალების ან ორგანული ნივთიერებების ხანგრძლივად შესუნთქვა;

·         ქიმიური ნივთიერებებით ინტოქსიკაცია;

·         გულმკერდის არეში რადიოაქტიური დასხივება;

·         შაქრიანი დიაბეტის, რევმატოიდული ართრიტის გართულება;

·         მოწევა;

·         დაბინძურებულ გარემოში, სამრეწველო უბანში ცხოვრება.

იდიოპათიური ფილტვის ფიბროზიწარმოადგენს ფილტვის ფიბროზის ნაირსახეობას, რომლის გამომწვევი მიზეზების დადგენა შეუძლებელია.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ხუთვა;

·         მშრალი ხველის შეტევები;

·         გულმკერდის არეში განუწყვეტელი ტკივილი;

·         ხროტინი სუნთქვის დროს;

·         ციანოზი (ტუჩების და ფრჩხილების გალურჯება);

·         თითების ფალანგების ზომების გადიდება;

·         წონის დაკარგვა;

·         სწრაფი დაღლა.

მსგავსი სიმპტომები ახასიათებს ფილტვების სხვა დაავადებებსაც, ამიტომ მათი გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან მისვლა.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პულმონოლოგი. პაციენტს უტარდება:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         გულმკერდის რენტგენოგრაფია;

·         ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         ფილტვების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         ფილტვის ბიოპსია;

·         ფუნქციონალური სუნთქვის ტესტები.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         დაავადებების მკურნალობა, რომლებმაც გამოიწვიეს ფილტვის ფიბროზი;

·         ციტოტსტატიკები;

·         გლუკოკორტიკოსტეროიდები;

·         ჟანგბადოთერაპია;

·         სუნთქვის ვარჯიშები.

დაავადების ხანგრძლივი და რთული განვითარებისას, როცა შედეგი არ აქვს კონსერვატიული მკურნალობის მეთოდს, ხდება ფილტვის გადანერგვა.

 

საშიშროება

დროული მკურნალობის არარსებობა ხდება შემდეგი გართულებების განვითარების მიზეზი, როგორიცაა:

·         ფილტვის ემფიზემა;

·         ფილტვში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         გულის უკმარისობა;

·         ფილტვის ჰიპერტონია.

შესაძლოა ლეტალური შედგი.

 

რისკის ჯგუფი

ამ ჯგუფში შედიან:

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         50 წელს ზემოთ ადამიანები;

·         სამრეწველო რაიონებში მაცხოვრებლები;

·         მწეველები;

·         ქიმიურ საწარმოებში მომუშავეები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია

·         ფილტვის ფიბროზის გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;

·         ტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

·         სუნთქვის ვარჯიშები;

·         მოწევაზე უარის თქმა.