ფილტვების შეშუპება

 

ფილტვების შეშუპება კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ფილტვებში სითხის დაგროვებით, რაც საბოლოოდ არღვევს გაზების მიმოცვლას ქსოვილების ჰიპოქსიას.  

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         გულისხლძარღვთა დაავადებების გართულება;

·         გულის თანდაყოლილი ან შეძენილი მანკი;

·         ფილტვების დაავადებების გართულებები;

·         გულმკერდის ტრავმები;

·         მწვავე ინფექციური დაავადებები.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ძლიერი ქოშინი;

·         ჰაერის უკმარისობა, ხუთვა;

·         ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში;

·         ცივი ოფლი;

·         კანი ხდება მოლურჯო-მონაცირისფრო;

·         ხველა მოვარდისფრო ნახველის თანხლებით;

·         ხრინწიანი სუნთქვა;

·         თავბრუს ხვევა;

·         პულსის შენელება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი პულმონოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         გულმკერდის რენტგენი;

·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;

·         ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია;

·         კოაგულოგრამა.

 

შესაძლოა დაინიშნოს:

·         ექოკარდიოგრაფია;

·         ელექტროკარდიოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         შარდმდენ პრეპარატებს;

·         ფილტვების ინჰალაციას ჟანგბადით;

·         ანალგეტიკებს;

·         თრომბოლიტიკებს;

·         სისხლძარღვების გასაფართოვებელ პრეპარატებს;

·         ცილებისა და კოლოიდების ხსნარების ინექციას;

·         ანტიბიოტიკებს;

·         ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომელიც იწვევს ფილტვების შეშუპებას.

 

საშიშროება

თუ რა მოხდა აღნიშნული პრობლემის დორული აღმოფხვრა, შესაძლოა განვითარდეს:

·         შინაგანი ორგანოების იშემიური დაავადება;

·         პნევმონია;

·         პნევმოსკლეროზი;

·         ფილტვების განმეორებითი შეშუპება;

·         თავის ტვინისა და გულის მუშაობის დარღვევა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ფილტვების დაავადებების დროული მკურნალობა;

·         გულმკერდის ტრავმების სადანადო მკურნალობა;

·         ფილტვების განმეორებითი შეშუპების პროფილაქტიკა.