ფილტვების ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადება

 

ფილტვების ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადება - სასუნთქი გზების ქრონიკულ-ანთებითი პროცესი, რომელიც სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით ვითარდება, რომელთაგან ძირითადია თამბაქოს მოხმარება.

ყველაზე ხშირად დაავადება უვითარდებათ 40 წელს ზემოთ ადამიანებს.

 

მიზეზები

·         ხანგრძლივი მწეველობა;

·         საწარმოების მავნე ზეგავლენა;

·         დაბინძურებულ ეკო-გარემოში ცხოვრება;

·         ფერმენტ ალფა-1 ანტიტრიპსინის ნაკლებობა.

 

სიმპტომები

·         ნახველიანი ხველა;

·         გაძლიერებული ხუთვა;

·         ჩირქის დაგროვება;

·         სხვა ორგანოების დაავადებების განვითარება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს პულმონოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         შარდის ანალიზი;

·         სპირომეტრია;

·         ბრონქოდილატატორით სინჯის აღება;

·         ბოდიპლეტიზმოგრაფია;

·         გულმკერდის ორგანოების რენტგენი;

·         გულმკერდის ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         ფიბრობრონქოსკოპია.

 

მკურნალობა

·         ინჰალატორები, სპეისერები, ნებულაიზერები;

·         ბრონქოდილატატორები;

·         მუკოლიტიკები;

·         გლუკოკორტიკოსტეროიდები;

·         ანტიბიოტიკები;

·         ორგანიზმის ოქსიგენაცია;

·         ქირურგიული ჩარევა.

 

საშიშროება

·         პნევმონია;

·         სპონტანური პნევმოტორაქსი;

·         პნევმოსკლეროზი;

·         გულის უკმარისობა;

·         ფილტვების ჰიპერტენზია;

·         ფილტვისმიერი გული;

·         წინა გულის ფიბრილაცია.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         მოწევაზე უარის თქმა;

·         მავნე ფაქტორების ზემოქმედების შეზღუდვა;

·         ვაქცინაციის ჩატარება.