ფერადი ლიქენი

 

ფერადი ლიქენი - წარმოადგენს ეპიდერმისის რქოვანას ფენის დაავადებას, რომელიც გამოწვეულია Malassezia-ს ჯგუფის სოკოს და მისი ფომების შედეგად:  ოვალური - Pityrosporum ovale, მრგვალი - Pityrosporum orbiculare და მიცელიალური - Malassezia furfur.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ჭარბი ოფლიანობა;

·         სხვისი ტანსაცმლის ტარება;

·         პირადი ჰიგიენის დაუცველობა;

·         სოკოთი დაავადებული ნივთების მოხმარება;

·         დაინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტი.

 

დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმში არსებული შემდეგი პრობლემები:

·         შაქრიანი დიაბეტი;

·         ფეხმძიმობა;

·         ჰორმონალური დისბალანსი;

·         კუშინგის სინდრომი;

·         მძიმე სომატიკური დაავადებები;

·         ტუბერკულოზი.

 

სიმპტომები

·         კანზე სხვადასხვა ზომის, მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები;

·         მრგვალი, ოვალური, ცილინდრული ფორმის ლაქები, რომლებიც ერთმანეთს უერთდება გაშლილად და გეოგრაფიულ რუკას ჰგავს;

·         ლაქების განლაგება ზურგის ზედა ნაწილში;

·         კანის დახეთქვა;

·         ლაქების ტრანსფორმაცია აქრომიაში.

 

სტრუქტურის მიხედვით გამოიყოფა:

·         ყვითელი ლიქენი;

·         შავი ლიქენი;

·         აქრომიული ლიქენი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

·         ვუდის ნათურის გამოყენება;

·         ლაბორატორიული მეთოდებით გამოკვლევა;

·         კულტურალური გამოკვლევების ჩატარება;

·         დიფერენციალური დიაგნოსტიკის გამოყენება.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ყოველდღიურად და რეგულარულად;

·         ანტიმიკოტიკური ხსნარების წასმა;

·         ანტიმიკოტიკების მიღება.

 

საშიშროება

თუ განხორციელდება დაავადების დროული და სწორი მკურნალობა, შედეგი ყოველთვის დადებითია. განმეორებითი რეციდივები არ აღინიშნება. მკურნალობის კურსს ნიშნავს ქეიმი-მიკოლოგი.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;

·         სპეციალისტთან დროულად მისვლა;

·         ტანსაცმლის და თეთრეულის დეზინფექცია;

·         ჭარბ ოფლდენასთან ბრძოლა;

·         სინთეტიკური სამოსის ტარებისგან თავის შეკავება;

·         კანის და თმის ოპტიმალური მოვლა.