ფეოქრომოციტომა

 

ფეოქრომოციტომა დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქრომაფინული ქსოვილის შეშუპება, რაც იწვევს ორგანიზმში ჰორმონების ჭარბ სინთეზს.

 

შეშუპების ლოკალიზაციის ადგილები შეიძლება იყოს:

·         თირკმელზედა ჯირკვლები;

·         აორტის შიდა ნაწილი;

·         მკერდის ნაწილი;

·         შარდის ბუშტი;

·         სიმპათიკური პარაგანგლიები.

 

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ექიმიები თვლიან, რომ დაავადების განვითარებაზე გავლენას ახდენს მემკვიდრეობითი ფაქტორი და ორგანიზმში ჰორმონალური ცვლიელბები, რაც იწვევს სისხლში ადრენალინის ცვლილებას.

 

სიმპტომები

·         არტერიალური ჰიპერტენზია;

·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

·         კუნთების შევიწროვება;

·         ვერტიკალურ მდგომარეობაში სხეულის ყოფნისას წნევის დაწევა;

·         კანის გაუფერულება;

·         წონის სწრაფი დაკარგვა;

·         შეკრულობა;

·         ჭარბი ოფლიანობა;

·         გახშირებული გულისცემა;

·         ძლიერი თავის ტკივილი;

·         მოუსვენრობის შეგრძნება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         შარდის ანალიზი;

·         თირკმელზედა ჯირკვლების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         თირკმელზედა ჯირკვლების კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         თირკმელზედა ჯირკვლების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         ჰორმონალური გამოკვლევა.

 

მკურნალობა

·         ადრენალინის მოქმედების შესამცირებელი პრეპარატები;

·         არტერიული წნევის დასარეგულირებელი პრეპარაეტბი;

·         გულის უკმარისობის საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         სისხლძარღვების გასაფართოვებელი პრეპარატები.

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         მიოკარდის ინფარქტი;

·         ინსულტი;

·         თრკმელების სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;

·         გულის უკმარისობა;

·         შაქრიანი დიაბეტი;

·         ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         ფილტვების შეშუპება.

 

რიკის ჯგუფი

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;

·         30-50 წლის ასაკის ქალები;

·         14 წლამდე ბიჭები;

·         ნეიროფიბრომატოზით დაავადებულები;

·         ჰიპელია-ლინდაუს დაავადების მქონე პირები.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკის მიზნით რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის რეკომენდირებულია გამოკვლევების რეგულარულად ჩატარება, რაც გამოავლენს მუტანტურ გენებს, რომელბსაც შეუძლიათ დაავდების განვითარების პროვოცირება.