ფარინგიტი

 

ფარინგიტი საყლაპავის ლიმფიდური ქსოვილის ლორწოვანის ანთება.

 

მიზეზები

·         ვირუსები;

·         ბაქტერიები;

·         სოკო.

 

არაინფექციური მიზეზები:

·         ორგანიზმის გადაციება;

·         ცივი სასმელის და საკვების მიღება;

·         ცხარე საკვების მიღება;

·         მოწევა.

 

სიმპტომები

·         ყელის ტკივილი;

·         ყელში ქავილის შეგრძნება;

·         მშრალი ხველა;

·         მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსამდე);

·         კისრის ლიმფური კვანძების გადიდება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ოტოლარინგოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         ფარინგოსკოპია;

·         ყელის ნაცხის ბაქტერიოლოგიური და ვირუსოლოგიური გამოკვლევა.

 

მკურნალობა

·         ყელის გამორეცხვა;

·         აეროზოლის გამოყოენება;

·         ინჰალაცია;

·         ყელის ტკივლის საწინააღდეგო საფენები;

·         ანტიბიოტიკები.

 

დიეტა

დაავადების მკურნალობისას რეკომენდირებულია დიეტის დაცვა, რომელიც გამორიცხავს ცხარე, ცხელ, ცივ, მლაშე საკვებს. საჭიროა დიდი რაოდენობით თბილი სითხის მიღება.

 

რისკის ჯგუფი

·         მწეველები;

·         მავნე საწარმოებში მომუშავე პირები.

 

საშიშროება

დაავდების გართულება შეიძლება იყოს:

·         ლარინგიტი;

·         ტრაქეიტი;

·         ქრონიკული ტონზილიტის გართულება.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         გადაციებისგან თავის დაცვა;

·         ძალიან ცივი ან ცხელი საკვების მიღებაზე უარის თქმა;

·         სწორი სუნთქვის გაკონტროლება;

·         მოწევაზე უარის თქმა;

·         ალკოჰოლზე უარის თქმა.