ეროზიული გასტრიტი

ეროზიული გასტრიტი დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება შემდგომი ეროზიის განვითარებით.

გამოიყოფა დაავადების შემდეგი ტიპები:

·         მწვავე ეროზიული გასტრიტილორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანება;

·         ქრონიკული ეროზიული გასტრიტილორწოვანი გარსის ღრმა დაზიანება;

·         ანტრალური ეროზიული გასტრიტიკუჭის ქვედა მესამედის დაზიანება;

·         რეფლუქს ეროზიული გასტრიტიმსხვილი დაზიანებული კერების გაჩენა, რაც გამოწვეულია ქსოვილების დათხელებით.

 

მიზეზები

დაავადება იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, რასაც მივყავართ მისი ერთიანობის დარღვევამდე. ეროზიული გასტრიტის მიზეზებია:

·         კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები;

·         Helicobacter pylori-ის ბაქტერია;

·         კუჭის დაზიანება (ხშირი წვა, მოწამვლა);

·         მედიკამენტების დიდი ხნით მიღება (ანალგეტიკები, ციტოსტატიკები);

·         ენდოკრინული სისტემის დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი);

·         ონკოლოგიური დაავადებები;

·         ცხელი და ცხარე საჭმლის მიღება;

·         ალკოჰოლის ჭარბი და ხშირი გამოყენება.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათბს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         საკვების შემდეგ და ღამის პერიოდში მუცლის არეში მწვავე ტკივილი;

·         გულძმარვა;

·         მუცლის შებერილობა;

·         გულის რევა, ღებინება;

·         დიარეა სისხლდენით.

დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს შეუმჩნევლად.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-გასტროენტეროლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         კუჭის სეკრეციის ანალიზს;

·         კუჭის ლორწოვანის ბიოპსიას;

·         კუჭის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         ეზოფაგოგასტროდუოდენდოსკოპიას;

·         მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიბიოტიკებს;

·         კუჭის წვენის მჟავიანობის მარეგულირებელ პრეპარატებს;

·         კუჭის ლორწოვანი გარსის აღმდგენ პრეპარატებს;

·         სპეციალური დიეტის დაცვას.

 

დიეტა

მკურნალობის პერიოდში პაციენტებს ენიშნებათ დიეტა №1, რაც გამორიცხავს რაციონიდან შემდეგ პროდუქტებს:

·         ხორცისა და ბოსტნეულის მსუყე ნახარშებს;

·         ხორცისა და თევზის ცხიმიანი სორტს;

·         კონსერვებს;

·         რძემჟავა პროდუქტებს;

·         მარცვლოვანი და ბუღღულეულის ფაფებს;

·         გაზიან სასმელებს, ჩაის, ყავას, ალკოჰოლს;

·         შოკოლადს, ნაყინს.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა წარმოიშვას ისეთი სახის გართულებები, როგორიცაა:

·         კუჭის სისხლდენა;

·         კუჭის პოლიპები;

·         კუჭის წყლული;

·         კუჭის კიბო.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         დაბალანსებული დიეტის დაცვა;

·         სტრესისათვის თავის არიდება;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;

·         ექიმ-გასტროენტეროლოგთან წელიწადში ორჯერ გასასინჯად მისვლა.