ეპშტეინ-ბარის ვირუსი

 

ეპშტეინ-ბარის ვირუსი  დაავდება მიეკუთვნება ჰერპესოვირუსების ოჯახს, წარმოადგენს მე-4 ტიპის ჰერპესის ვირუსს. ის შესაძლოა მთელი ცხოვრება იყოს ადამიანის ორგანიზმში და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება. ეპშტეინ-ბარის ვირუსი ბავშვებში შეიძლება ადრეულ ასაკში გაჩნდეს. დამტკიცებულია, რომ მთელი დედამიწის მოსახლეობის 80% ვირუსის მატარებელია. 

ვირუსის გამომწვევია შემდეგი დაავადებები:

·         ინფექციური მონონუკლეოზი;

·         ფილატოვის დაავადება;

·         მონოციტარული ანგინა;

·         გლანდების იდიოპათიური ცხელება;

·         პფეიფერის დაავადება;

·         მწვავე კეთილთვისებიანი ლიფობლასტოზი.

 

მიზეზები

დაავადება ვითარდება ორგანიზმში ვირუსის შეღწევის დროს, ის შეიძლება გადავიდეს ჰაერ-წვეთოვანი გზით, კონტაქტით, ტრანსფუზიური, სქესობრივი, ტრანსპლაცენტარული გზით.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ყელის ტკივილი;

·         სხეულის ტემპერატურის აწევა 38°-მდე;

·         სწრაფი დაღლა;

·         დაბალი შრომისუნარიანობა;

·         სხეულზე და ხელებზე პაპულარული გამონაყარი;

·         სხეულის წონის სწრაფი დაკლება;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;

·         ლიმფური კვანძების გადიდება;

·         მადის დაქვეითება;

·         სახსრების, კუნთების ტკივილი;

·         ძილის დარღვევა;

·         არითმია.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი, რისთვისაც ნიშნავს:

·         სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;

·         სეროლოგიურ გამოკვლევას;

·         იმუნოლოგიურ გამოკვლევას;

·         დნმ-დიაგნოსტიკას;

·         პჯრ-დიაგნოსტიკას (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია).

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიოქსიდანტებს;

·         დეტოქსიკაციურ თერაპიას;

·         ანტივირუსულ პრეპარატებს;

·         იმუნოგლობულინებს;

·         ანტიბიოტიკებს;

·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         ღვიძლის, ელენთის გაფართოვება;

·         ნერვული სისტემის დაზიანება;

·         გულის უკმარისობა;

·         სისტემური, აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი);

·         იმუნოდეფიციტი;

·         შიდსი;

·         ელენთის დაშლა;

·         ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია;

·         პნევმონია;

·         ჰეპატიტი;

·         ონკოლოგიური დაავადებები (ნაწლავის, კუჭის, ლიმფომას კიბო).

რიგ შემთხვევებში შესაძლოა ლეტალური შედეგი.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         5 წლამდე ასაკის ბავშვები;

·         სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         იმუნიტეტის გაძლიერება;

·         თერაპევტთან ან ინფექციონისტთან ვიზიტი და პროფილაქტიკური დათვალიერება;

·         დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტის შეზღუდვა;

·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.