ძვლების მოტეხილობები

 

ძვლების მოტეხილობები მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ძვლის ანატომიური აგებულების სრული ან ნაწილობრივი დარღვევით.

 

გამოყოფენ ძვლის მოტეხილობების შემდეგ ფორმებს:

·         ტრავმული მოტეხილობები;

·         პათოლოგიური მოტეხილობები;

·         ღია მოტეხილობები;

·         დახურული მოტეხილობები;

·         მრავლობითი მოტეხილობები;

 

მიზეზები

·         ძვალზე სხვადასხვა გარე ფაქტორების ზემოქმედება;

·         ოსტეოპოროზი;

·         მენოპაუზის დროს ქალებში ძვლის ისმყარის დარღვევა;

·         ორგანიზმში მინერალების ცვლის დარღვევა;

·         დამაკავშირებელი ქსოვილის სისტემური დაავადება;

·         რადიოდასხივების ხანგრძლივი ზემოქმედება;

·         ჰორმონალური დარღვევები.

 

სიმპტომები

·         დაზიანებული ადგილის ტკივილი, რომელიც მძაფრდება მოძრაობის დროს;

·         დაზიანებული ადგილის დეფორმაცია;

·         ძლიერი შესიება, ჰემატომა;

·         მოძრაობის გართულება;

·         ღია მოტეხილობისას ჩანს ძვლის ნამსხვრევები;

·         მოძრაობისას ისმის ძვლის ჭრიალი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-თერაპევტი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         საერთო დათვალიერება;

·         პალპაციური გამოკვლევა;

·         რენტგენი;

·         კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         გასაუმტკივარებელი პრეპარატები;

·         თაბაშირის სახვევები;

·         ძვლის გაჭიმვა;

·         ღია ან დახურული რეპოზიცია;

·         კანქვეშა მეტალოსტეოსინთეზი.

 

რეაბილიტაციაში შედის:

·         სამკურნალო ვარჯიში;

·         სპეციალური მასაჟი;

·         ფიზიოთერაპია.

 

საშიშროება

·         ძვლის არასწორი შეხორცება;

·         ცრუ სახსრის წამოქმნა;

·         ძვლების ნელი შეხორცება;

·         პოსტტრავმული ართროზი;

·         კონტრაქტურა.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         საკვებად კალციუმით და D ვიტამინით მდიდარი პროდუქტის მიღება;

·         ფიზიკური დატვირთვის გაკონტროლება;

·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა;

·         სხეულის წონის კონტროლი;

·         ტრავმებისგან თავის დაცვა.