ძირმაგარა

 

ძირმაგარა  (ფურუნკული) - წარმოადგენს მტკივნეულ, ჩირქით სავსე კანის საფარის დაავადებას, რომელიც გამოირჩევა დიდი ზომებით.

 

მიზეზები

დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზია ფურუნკულში ბაქტერიების შეღწევა.

 

სიმპტომები

·         მცირე ზომის ფურუნკულების გაჩენა;

·         კანის სიწითლე და ტკივილი;

·         შეშუპება;

·         ქავილი;

·         ტემპერატურის აწევა;

·         ჭარბი გამონაყარი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ქირურგი, რისთვისაც საჭიროა პაციენტის ვიზუალური დათვალიერება და მკურნალობის ფორმის განსაზღვრა.

 

მკურნალობა

·         ანტიბაქტერიული საშუალებების წასმა დაზიანებულ კანზე;

·         სახვევის დადება დაზიანებულ ადგილზე;

·         ჩირქის მოცილება და ჭრილობის წყალბადის ზეჟანგით დამუშავება;

·         გასაუმტკივარებელი პრეპარატები. 

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს სისხლის მოწამვლა ან ლეტალური შედეგი.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება;

·         კანის დაზიანებული ადგილის გაღიზიანებისგან დაცვა;

·         დაზიანებულ ადგილზე ანტისეპტიკური საშუალების წასმა;

·         დიაბეტიკებისთვის რეკომენდირებულია ფურუნკულის ხშირი პროფილაქტიკა.