დუოდენიტი

დუოდენიტი თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება (როგორც წესი ლორწოვანი გარსის ანთება). ხანგრძლივი არსებობის პირობებში თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში ვითარდება ქრონიკული დუოდენიტი.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         საკვები ტოქსიკოინფექციები;

·         ცხარე და ცხელი საკვების ხშირად მიღება;

·         ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება;

·         უხეში საკვებით კუჭის ზედაპირის დაზიანება;

·         ტოქსიკური პრეპარატებით მოწამვლა, რაც იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ეპიგასტრიის არეში ტკივილი (მუცლის ზედა ნაწილი);

·         გულის რევა და ღებინება;

·         სიმძიმის შეგრძნება კუჭში;

·         ეპიგასტრიის ადგილას ტკივილი პალპაციის დროს;

·         საერთო სისუსტე, სხეულის მაღალი ტემპერატურა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

·         დუოდენოფიბროსკოპიაიძლევა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესის გამოვლენის საშუალებას;

·         სისხლის კლინიკური ანალიზიიძლევა ნეიტროფილური ლეიკოციტოზის გამოვლენის საშუალებას;

·         დათვალიერება და პალპაციაიძლევა მუცლის ღრუს წინა კედლის დაჭიმულობის დონის გარკვევის საშუალებას.

 

მკურნალობა

დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება:

·         დიეტოთერაპია;

·         ანტაციდური პრეპარატები;

·         მედიკამენტური მკურნალობა;

·         ქოლინოლიტური პრეპარატები;

·         ვიტამინოთერაპია.

 

დიეტა

დაავადების მკურნალობისას რეკომენდირებულია რძისა და მცენარეული დიეტა.

 

საშიშროება

დაავადების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავში სისხლდენა, ნაწლავის პერფორაცია, ასევე შეიძლება მოხდეს მწვავე პანკრეატიტის განვითარება.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         ალკოჰოლიკები;

·         მწეველები;

·         მლაშე, ცხარე, მჟავე და ცხელი საკვების მოყვარულები.

 

პროფილაქტიკა

ჯანსაღი კვება, მოწევაზე და ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებაზე უარის თმქა, ასევე კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ე.წ. ფასტფუდის მიღებაზე.