დორზალგია

 

დორზალგია დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტკივილები ხერხემლის სხვადასხვა დაავადების დროს.

დღეისათვის გამოიყოფა:

·         ვერტებროგენული დორზალგიატკივილები ზურგის არეში, რაც გამოწვეულია ხერხემლის დაავადებებით (ხერხემლის ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, ხერხემალშორისი თიაქარი, დისკის პროტრუზია, სქოლიოზი, ხერხემლის გამრუდება);

·         მიოფასციალური სინდრომიტკივილი ზურგის არეში, რაც გამოწვეულია კუნთების სპაზმებით.

 

მიზეზები

დორზალგია ჩნდება ზურგის ტვინის ნერვული ბოჭკოების დაზიანებით, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით. დორზალგიის მიზეზებია:

·         ხერხემლის დაავადებების გართულება;

·         კუნთოვანი სისტემის დარღვევები;

·         შინაგანი ორგანოების დაავადებები (კუჭ-ნაწლავის, თირკმელების, ფილტვების დაავადებები).

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         წვა;

·         ჩხვლეტა;

·         დაჭიმულობა;

·         მწველი ტკივილი ზურგის არეში.

ლოკალიზაციის ადგილის მიხედვით ტკივილი შეიძლება იგრძნობოდეს:

·         წელის არეში;

·         ზურგის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს;

ტკივილები შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. ტკივილი ძლიერდება ღრმა სუნთქვისას, გვერდით ან წინ გადახრისას.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი და ნიშნავს:

·         მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;

·         რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას;

·         არაინვაზიურ მაგნიტო-რეზონანსულ-მიელოგრაფიას;

·         ინვაზიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას-მიელოგრაფიას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობისთვის გამოიყენება:

·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         გასაუმტკივარებელი პრეპარატები;

·         კორსეტების ტარება;

·         ფიზიოთერაპევტული მკურნალობა.

ძირითადი მკურნალობა მიმართულია დაავადების გამომწვევი მიზეზის აღმოსაფხვრელად ან პირველადი დაავადების სამკურნალოდ, რამაც გამოიწვია ტკივილები. მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული.

 

საშიშროება

მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         ჰიპერტონია;

·         თავის ტივინის ჟანგბადით მომარაგების დარღვევა;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;

·         რადიკულიტი;

·         გულის დაავადებები;

·         ბრონქიალური ასთმა;

·         სისხლძარღვოვანი დისტონია;

·         შარდსასქესო სისტემის დაავადებები.

 

რისკის ჯგუფი

·         სპორტსმენები;

·         მეტწილად მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანები;

·         მძიმე ფიზიკური სამუშაოს მქონე ადამიანები;

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ხერხემლის დაავადებების დროული მკურნალობა;

·         სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება;

·         სპეციალური ვარჯიშების შესრულება, რაც ამაგრებს ხერხემალს;

·         გადაციებისგან თავის დაცვა.