დიაბეტური რეტინოპათია

დიაბეტური რეტინოპათია თვალის ბადურას სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ჩნდება დიაბეტის დროს. აღნიშნული დაავადება იწვევს მხედველობის გაუარესებას მის სრულ დაკარგვამდე. 

არსებობს დიაბეტური რეტინოპათიის რამოდენიმე ფორმა:

·         ნეპროლიფერატიული (საწყისი), რომელიც გამოირჩევა უსიმპტომო მიმდინარეობით და არ იწვევს მხედველობის ცვლილებას; 

·         პრეპროლიფერატიული სტადიაგამოირჩევა მხედველობის ზომიერი კლებით;

·         პროლიფერატიული სტადიათვალის ბადურას მწვავე შიმშილი.

 

მიზეზები

აღნიშნული დაავადების წარმოშობის მიზეზი არის შაქრიანი დიაბეტი. სწორედ დიაბეტური რეთინოპია ითვლება აღნიშნული დაავადების ერთ-ერთ ყველაზე მძმე გართულებად. დანარჩენი მიზეზები მდგომარეობს თვალის ბადურას სისხლძარღვების ცვლილებებში რაც გამოიხატება გამტარობის და ახალად წარმოქმნილი სისხლძარღვების რაოდენობის გაზრდაში. 

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         მხედველობის მკვეთრი გაუარესება;

·         თვალებში შავი წერტილების გაჩენა;

·         საგნების გაორება;

·         თვალების ტკივილი.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გვხვდება დაავადების გვიან ან შეუქცევად სტადიაზე. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, რაც უფრო დიდი ხანია ადამიანი დაავადებული შაქრიანი დიაბეტით, მით მეტია რეთინოპათიის გაჩენის რისკი. შაქრიანი დიაბეტით 5 წლიანი ავადმყოფობის შემდეგ, პაციენტების თითქმის 25% გრძნობს დაავადების სიმპტომებს, ხოლო 20 წლის შემდეგ - ყველა. ადამიანებმა, ვინც დიაბეტით არის დაავადებული აუცილებლად უნდა იარონ ოფთალმოლოგთან რეგულარულად, მაშინაც კი, თუ მხედველობის პრობლემები არ აწუხებთ.

თვალის შიდა სისხლჩაქცევებს როგორც წესი თან ახლავს თვალებზე ბინდის გადაკვრა, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება გაქრეს. გარდა ამისა, რთულდება კითხვის ან ახლო მანძილზე სამუშაოს შესრულების  შესაძლებლობა. 

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკა ტარდება ექიმ-ოფთალმოლოგთან. აღნიშნული დაავადების დონის განსაზღვრისთვის სპეციალისტი ამოწმებს მხედველობას, იკვლევს თვალის ბადურას სპეციალურ აპარატურაზე. დიაბეტით დაავადებულებისთვის ოფთალმოლოგთან ვიზიტი უნდა იყოს არანაკლებ ერთხელ 6 თვის მანძილზე. 

 

მკურნალობა

ლაზერული თერაპიაგაცილებით პოპულარული და ეფექტური მეთოდია დიაბეტური რეთინოპათიის მკურნალობისთვის. აღნიშნული პროცედურა სრულდება ამბულატორულად. მისი აზრი მდგომარეობს თვალის ბადურას მოწყვლადი ადგილების დაშლაში, ასევე მასში და სისხლძარღვების გარსში ჟანგბადის პირდაპირი მოხვედრის საშუალების გაზრდაში. მნიშვნელოვანია ასევე ახლად წარმოქმნილი სისხლძარღვების თბური კოაგულაციის ჩატარება. 

აქტურალურია ასევე სისტემური საშუალებების მიღებაროგორიცაა ანგიოპროტექტორები, ანტიოქსიდანტები. შესაძლებელია დაინიშონოს ადგილობრივი მკურნალობა წვეთების გამოყენებით. 

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების სრული და დროული მკურნალობა, შეიძლება საქმე მივიდეს მხედველობის სრულად დაკარგვამდე.

 

პროფილაქტიკა

დაავადების განვითარების შესაჩერებლად, აუცილებელია ყურადრების მიქცევა იმისთვის, რომ სისხლში შაქრის დონე ნორმას არ გასცდეს. ასევე აუცილებელია რეგულარული ვიზიტი ენდოკრინოლოგთან და ოფთალმოლოგთან, გამოკვლევების ჩატარება და ანალიზების გაკეთება.