დამწვრობა

დამწვრობა - წარმოადგენს კანის დაზიანებას, რაც გამოწვეული ცეცხლის, ქიმიური ნივთიერების მოქმედების, მზის დასხივების ან ელექტროობის ზემოქმედების შედეგად.  

გამოიყოფა დამწვრობის 3 ხარისხი:

·         1-ხარისხის: კანის ზედაპირული დაზიანება, რომლის დროს აღინიშნება სიწითლე, სიმშრალე, შესიება. ასეთ დამწვრობას იღებენ მზის სხივებით, ცხელ ნივთებთან კონტაქტით ან ორთქლით; 

·         2-ხარისხის: აზიანებს კანის ზედა ფენებს. კანი წითლდება, ჩნდება წყლულები, ტკივილი შეიძლება იყოს ძლიერი, პულსირებადი; 

·         3-ხარისხის: ეს არის ქსოვილების, კუნთების, ნერვების, ცხიმიანი ფენის და ძვლების დაზიანება. კანი ამ შემთხვევაში არის წითელი, თეთრი, ყვითელი, შავი. ამ ტიპის დამწვრობა საშიში და ძალიან მტკივნეულია. მისგან დიდი ალბათობით რჩება ნაიარევი.

 

მიზეზები

დამწვრობას იწვევს:

·         მზის სხივები;

·         ცეცხლი;

·         ქიმიური ნივთიერებები;

·         ელექტროობა;

·         ცხელი ნივთები და ზედაპირები;

·         ორთქლი;

·         მდუღარე სითხე.

 

სიმპტომები

დამწვრობის სიმპტომებია:

·         შოკი;

·         სიფერმკრთალე;

·         გახშირებული სუნთქვა;

·         გახშირებული პულსი;

·         გონების დაკარგვა;

·         ძლიერი ტკივილი;

·         კანის სიწითლე;

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ქირურგის მიერ პაციენტის დათვალიერება. სერიოზული დაზიანებების დროს ტარდება:

·         დაზიანებული ნაწილის რენტგენი;

·         რბილი ქსოვილების კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         სისხლის საერთო ანალიზი.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         დამწვარი ზედაპირის დამუშავება;

·         გამაგრილებელი და გასაუმტკივარებელი წამლების მიღება;

·         ასეპტიკური სახვევის დადება;

·         ჰიპეროსმოლარული მოქმედების მქონე პრეპარატების გამოყენება;

·         ნეკროტული ქსოვილების მოცილება;

·         ანტიბიოტიკებით მკრუნალობის კურსი;

·         ინფუზიური თერაპია, ორგანიზმში სითხის ბალანსის აღსადგენად;

·         კანის საფარის ტრანსპლანტაცია;

·         მკვებავი ხსნარების, გლუკოზის შეყვანა.

 

საშიშროება

მკურნალობის არარსებობამ და უყურადღებობამ გართულებებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა;

·         ქიმიურ ნივთიერებებთან სათვალეების და ხელთათმანების გამოყენება;

·         საყოფაცხოვრებო ქიმიის ცალკე, საკვები პროდუქტებისგან მოშორებით შენახვა;

·         პირდაპირი მზის სხივების ქვეშ ყოფნისას დამცავი საცხის გამოყენება;

·         ცეცხლისა და ქიმიური ნივთიერებებისგან ბავშვების დაცვა.