დაკრიოცისტიტი

დაკრიოცისტიტი - წარმოადგენს თვალის საცრემლე პარკუჭის ანთებით პროცესს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ქრონიკული ხასიათი აქვს.

 

მიზეზები

დაავადების მიზეზებია:

·         ტრავმების შედეგბი;

·         საცრემლე გზების გამტარობის თანდაყოლილი დარღვევა;

·         თვალების ინფექციური დაავადებები;

·         ოტოლარინგოლოგიური ორგანოების დაავადებები.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ჭარბი ცრემლდენა;

·         საცრემლე პარკუჭის შეშუპება;

·         დაზიანებული თვალიდან ჩიქროვანი გამონადენი;

·         საცრემლე პარკუჭზე ზემოქმედებისას ჩირქოვანი გამონადენი;

·         ფლეგმონის განვითარება (თვალის მკვეთრი შეშუპება);

·         ცრემლდენა;

·         თვალის დასიება;

·         თვალის მწვავე ტკივლი;

·         თავბრუს ხვევა;

·         საერთო სისუსტე;

·         მხედველობის პრობლემის გამო კოორდინაციის დარღვევა;

·         ტკივილი თვალის არეში;

·         თვალის შიდა ნაწილში კივილის შეგრძნება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ოტოლარინგოლოგის, ყბა-სახის ქირურგის და ნევროლოგის კონსულტაცია. მკურნალობის დასანიშნად ექიმი-ოფთალმოლოგი ატარებს  შემდეგ გამოკვლევებს:

·         პალპატორულ გამოკვლევას;

·         ცხვირის ნესტოსა და თვალში ტამპონით გამოკვლევას, რომლის დროს აღნიშნულ ადგილებში აწვეთებენ კოლარგოლის ხსნარს, რამოდენიმე წუთში კი დებენ ტამპონს, რომელზეც გამოჩნდება ფერადი ნივთიერება;

·         საცრემლე არხების ზონდირებას;

·         ცრემლისა და ცვირის პასიური ტესტის ჩატარებას;

·         ფლუორესციონული ინსტილაციური სინჯის აღებას;

·         თვალის ბიომიკროსკოპიას;

·         თვალის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         თვალის ორბიტის კონტრასტულ რენტგენოგრაფიას;

·         გამოყოფილი ჩირქოვანი სეკრეციის ბაქტეროლოგიური დათესვას.

 

მკურნალობა

დაავდების მკურნალობა მოიცავს:

·         ვიტამინოთერაპიას;

·         ზემაღალი სიხშირის თერაპიას;

·         ჩირქოვანი მასის დრენირებას და დაზიანებული ადგილის გამორეცხვას ანტისეპტიკებით;

·         დაზიანებულ თვალში ანტიბაქტერიალური ხსნარის ჩაწვეთებას;

·         საცრემლე პარკუჭის მასაჟს;

·         საცრემლე და ცხვირის არხების გამორეცხვას;

·         საცრემლე არხის რეტროგრადიულ ზონდირებას;

·         ენდონაზალურ დაკრიოცისტორინოსტომიას.

 

საშიშროება

დაკრიოცისტიტმა შეიძლება გამოიწვიოს ბელმა, რომელიც თავისთავად წარმოადგენს არამარტო კოსმეტიკურ დეფექტს, არამედ ხელს უწყობს მხედველობის დაქვეითებას. დაავადების განვითარების პარალელურად შესაძლოა გაჩნდეს ენდოფტალმიტი და თვალის სუბატროფია.  საერთო ჯამში, ადეკვატური და დროული მკურნალობისას შესაძლებელია სრულად გამოჯანმრთელება.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ოფთალმოლოგთან და ოტოლარინგოლოგთან მუდმივი შემოწმების გავლა;

·         სახის ჩონჩხისა და თვალის ტრავმებისგან თავის დაცვა;

·         ოტოლარინგოლოგიური ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა.