D ჰეპატიტი

 

D ჰეპატიტი  (დელტა-ჰეპატიტი) დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის ვირუსული ინფექციით დაავადება. გამოიყოფა მწვავე და ქრონიკული ფორმები.
D ჰეპატიტი მიმდინარეობს В ჰეპატიტთან ერთად. თუ სისხლში არ არის В ვირუსი, დელტა ვირუსი ვერ მოხვდება ადამიანის ორგანიზმში.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         დაუცველი სქესობრივი კავშირები, პარტნიორის ხშირად გამოცვლა;

·         ინექციური ნარკოტიკების გამოყენება, არაჰიგიენური ნორმების მქონე ტატუ-სალონებში ვიზიტი (ჭუჭყიანი ნემსით დაინფიცირება);

·         სისხლის გადასხმისას ან ოპერაციის გაკეთებისას დაინფიცირება;

·         დაავადებული ადამიანის პირადი ნივთების გამოყენება;

·         მშობიარობის დროს დაავადების დედისაგან შვილზე გადაცემა.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         სწარფი დაღა;

·         გულის რევა, ღებინება;

·         ტკივილი სახსრებში;

·         მარჯვენა ნეკნებქვეშ პერიოდული ტკივილი;

·         შარდის გამუქება;

·         ცხვირიდან სისხლდენა;

·         კანზე სისხლჩაქცევების გაჩენა;

·         სხეულის ტემპერატურის აწევა;

·         ღვიძლის გადიდება;

·         თვალის კაკლების და კანის სიყვითლე;

·         კალას გაუფერულება;

·         კალაში სისხლის ნარევი.

D ჰეპატიტის დროს სიმპტომები უდრო მკვეთრად გამოხატულია, ვიდრე В ჰეპატიტისას.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰეპატოლოგი და ნიშნავს:

·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         პჯრ-დიაგნოსტიკას (პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქცია);

·         სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;

·         შარდის საერთო ანალიზს;

·         ღვიძლის სინჯებს.

 

მკურნალობა

D ჰეპატიტის მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარში (მწვავე ფორმის დროს).
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ანტივირუსულ პრეპარატებს;

·         ჰეპატოპროტექტორებს;

·         იმუნომამოდულირებელ პრეპარატებს.

 

დიეტა

პციენტმა უნდა დაიცვას დიეტა №5, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:

·         ცხიმიანი ხორცი, თევზი და მათგან მომზადებული წვნიანები;

·         კონსერვები, შებოლილი;

·         ტკბილეული;

·         მოხარშული კვერცხი;

·         მჟავე ხილი;

·         შოკოლადი, ნაყინი;

·         კაკაო, მაგარი ყავა;

·         გაზიანი სასმელები;

·         სპირტიანი სასმელები

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკრუნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         ღვიძლის ციროზი;

·         ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა;

·         სისხლის მიმოქცევის დაქვეითება;

·         სეპსისი;

·         ღვიძლის კიბო;

·         ლეტალური შედეგი.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ვაქცინაციის ჩატარება;

·         სამედიცინო ინსტრუმენტების საგულდაგულოდ გასტრილება;

·         სქესობრივი აქტის დროს თავის დაცვა;

·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.