ცხიმოვანი ჰეპათოზი

 

ცხიმოვანი ჰეპათოზი  ღვიძლის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ღვიძლის უჯრედების პათოლოგიური ცვლილებებით, რის შედეგადაც მათში ხდება ცხიმების დაგროვება.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         ენდოკრინული სისტემის დარღვევა (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი);

·         გასუქება;

·         ალკოჰოლიზმი;

·         ჰეპატოქსიკური მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         მარჯვენა ნეკნებქვეშ ტკივილი;

·         ღებინება;

·         მეტეორიზმი;

·         ღვიძლის გადიდება.

შეიძლება აღინიშნებოდეს:

·         გამონაყარი კანზე;

·         მხედველობის გაუარესება;

·         გაზრდილი მოთენთილობა;

·         თმის ცვენა.

დაავადება საშიშია იმით, რომ შაქრიანი დიაბეტის და ჭარბი წონის პირებში ის შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰეპათოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:

·         სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;

·         შარდის საერთო ანალიზს;

·         კოაგულოგრამას;

·         კოპროგრამას;

·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერულ ტომოგრაფიას;

·         ღვიძლის ბიოპსიას;

·         ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ჰეპატოპროტექტორებს;

·         იმუნომამოდულირებელ საშუალებებს;

·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         სამკურნალო დიეტას;

·         ფიზიკურ დატვირთვას;

·         ძირითადი დაავადების მკურნალობას.

 

დიეტა

მკურნალობის დროს პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტა და რაციონიდან გამორიცხოს:

·         ცხიმიანი ხორცი, თევზი და წვნიანები;

·         ცორცის, თევზის, ქათმის ხორცის ცხიმიანი ნაწილი;

·         კონსერვები, შებოლილები, მარინადი;

·         მარცვლეულ-ბუღრულეული, პური;

·         მოხარშული კვერცხი;

·         ხილისა და კენკროვანების მჟავე სორტი;

·         ხახვი, ისპანახი;

·         მდოგვი, წიწაკა;

·         ბოლოკი;

·         ნაყინი და შოკოლადი;

·         კაკაო, მაგარი ყავა;

·         გაზიანი სასმელები;

·         სპირტიანი სასმელები.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         შინაგანი სისხლდენა;

·         ღვიძლის ციროზი;

·         ქრონიკული ჰეპატიტი;

·         ღვიძლის უკმარისობა;

·         ღვიძლისმიერი კომა.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         დაბალანსებული კვება;

·         სხეულის მასის კონტროლი;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;

·         ვირუსული ჰეპატიტების პროფილაქტიკის ჩატარება.