ცრუ კრუპი
ცრუ კრუპი (ხორხის მწვავე სტენოზი) – მწვავე ინფექციური ან ანთებით დაავადების სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ხორხის შეშუპება. ცრუ კრუპი ყველაზე ხშირად გვხვდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მიზეზები
ცრუ კრუპი ჩნდება ხორხში სასუნთქი გზების შევიწროვების გამო.
მისი გაჩენის მიზეზებია:
· ადგილობრივი ანთებით პროცესები (ლარინგიტი, ანგინა);
· მწვავე ინფექციური დაავადებები (წითელა, ქუნთრუშა, გრიპი);
· ალერგიული რეაქციები;
· ადგილობრივი ტრავმები (ჰემატომები, უცხო სხეულები);
· ორგანიზმის დაავადებები (გულის, სისხლძარღვების, თირკმელების).
ხორხის მწვავე სტენოზი ზრდასრულებში - იშვიათი მოვლენაა და ჩნდება დიფტერიის ფონზე.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· კომპენსაციის სტადია – სუნთქვის გახშირება და პულსის დასუსტება;
· სუბკომპენსაციის სტადია – ხუთვა, კანის სიფერმკრთალე, პულსის გახშირება, არტერიული წნევის აწევა, ავადმყოფი შფოთავს;
· დეკომპენსაციის სტადია – ხშირი სუნთქვა, ავადმყოფი სულ ვერტიკალურ მდგომარეობაშია, სახე ხდება მოლურჯო-მკრთალი ფერის, უხშირდება პულსი, ოფლიანობს, უვარდება არტერიული წნევა;
· ასფიქსიის სტადია – წყვეტილი სუნთქვა ან სუნთქვის შეწყვეტა, გულის მუშაობის დასუსტება, ინტენსიური ხშირი პულსი, კანი ხდება მონაცრისფრო-მკრთალი ფერის, გონების დაკარგვა, შეუკავებელი შარდვა, გულის გაჩერება.
დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-პედიატრი ატარებს დიაგნოსტიკას შემდეგი ღონისძიებებით:
· ფარინგოსკოპია;
· ლარინგოსკოპია;
· ცხვირის დათვალიერება;
· ფილტვების აუსკულტაცია;
· ცხვირის არხების რენტგენოგრაფია.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ანტიბიოტიკებს;
· ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
· ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· სედატიურ პრეპარატებს;
· ინჰალაციას;
· დეჰიდრატაციულ თერაპიას;
· ტრაქეოტომიას (დეკომპენსაციისა და ასფიქსიის სტადიისთვის).
საშიშროება
თუ არ მოხდა დროული დახმარების აღმოჩენა, პაციენტი შეიძლება გარდაიცვალოს ხუთვისგან.
არსებობს ტრაქეოტომიის შემდეგ გართულებების წარმოქმნის ალბათობა, როგორიცაა:
· ასპირაციული პნევმონია;
· კანქვეშა ენფიზემა;
· შიდა სისხლდენა.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· ალერგიული ადამიანები;
· ექსუდატიური დიათეზის მქონე ბავშვები;
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების და ფილტვების დაავადების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ცხვირხახის ანთებითი და ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
· ვიტამინების გამოყენება.