ცრუ ფეხმძიმობა

 

ცრუ ფეხმძიმობა (ფსევდოფეხმძიმობა) ფსიქიკური ფენომენი, ქალის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის შედეგად ის არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ფეხმძიმედ არის. ჩვეულებრივ ცრუ ფეხმძიმობას არ აქვს რეციდივები.

 

მიზეზები:

აღნიშნული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზებია:

·         ფსიქოემოციური აშლილობა;

·         ჰორმონალური დარღვევები;

·         მეორადი ამენორეა;

·         ფეხმძიმობის და მშობიარობის მიმართ პათოლოგიური შიში ან დაფეხმძიმების ძლიერი სურვილი;

·         საკვერცხეების შეშუპება.

 

სიმპტომები

·         მენსტრუაციის ხანგრძლივი შეფერხება;

·         ტოქსიკოზის სიმპტომები (გულის რევა, ღებინება, რიგ საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნილება);

·         სარძევე ჯირკვლების გადიდება;

·         ხსენის გაჩენა;

·         მუცლის გადიდება;

·         წონაში მომატება;

·         ნაყოფის მოძრაობის მსგავსი შეგრძნება;

·         ცრუ სამშობიარო ტკივილები.

ცრუ ფეხმძიმობის სიმპტომები საშუალოდ გრძელდება 3-3,5 თვე.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების მკურნალობის დასადგენად მეან-გინეკოლოგი ატარებს შემდეგი სახის ღონისძიებებს:

·         გინეკოლოგიური დათვალიერება;

·         ფეხმძიმობის ტესტი;

·         იმუნოლოგიური, ბიოლოგიური გამოკვლევა;

·         მცირე მენჯის ორგანოების გამოკვლევა;

·         მუცლის ღრუს ორგანოების გამოკვლევა;

·         ქრონიკული ჰონადოტროპინის დონის დადგენა სისხლში.

რიგ შემთხვევებში საჭიროა ენდოკრინოლოგისა და ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ფსიქოთერაპევტთან გასაუბრებას;

·         ჰიპნოზის სეანსებს;

·         სისხლში ჰორმონების დამარეგულირებელ პრეპარატებს;

·         სტრესის შედეგების, შფოთვისა და მოუსვენრობის მომხსნელ პრეპარატებს.

 

საშიშროება

დროული დახმარების გარეშე შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოვლინდეს რეალური მშობიარობის დროს (ნაადრევი მშობიარობის სახით).

 

რისკის ჯგუფი

·         30-40 წლის ქალები, რომლებიც დიდი ხანი მკურნალობენ უნაყოფობაზე და სურთ დაფეხმძიმება;

·         არამყარი ფსიქიკის მქონე ქალები, ემოციურები იმ საკითხების მიმართ, რაც ეხება ბავშვებს და ფეხმძიმობას;

·         ქალები, რომლებსაც გადატანილი აქვთ აბორტი ან მოუკვდათ შვილი;

·         ქალები, რომლებიც უახლოვდებიან მენოპაუზის პერიოდს და არ გაუჩენიათ შვილი.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის მუდმივი კონსულტაციის გავლა, ასევე დაფეხმძიმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ექიმი-ფსიქოთერაპევტის კონსულტაციის გავლა.