ცოფი

 

ცოფი ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება თავისა და ზურგის ტვინის უჯრედების დაზიანებით და მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის ძლიერი მოშლით.
ამ დაავდებით ადამიანების 15% ავადდება, რომელთა უმრავლესობას იგი ცოფიანი ცხოველის ნაკბენით უჩნდება. დაავადების ფორმა დამოკიდებულია წყაროზე, დოზასა და ვირუსის ვირულენტურობაზე.


მიზეზები

დაავადება წარმოიშობა ადამიანის ორგანიზმში რაბდოვირუსების  ჯგუფის რიბონუკლეინის მჟავას შემცველი ვირუსის მოხვედრის შედეგად. ვირუსი ბუნებაში არსებობს ერთი ცხოველიდან მეორეზე გადასვლის გამო.
ადამიანში ცოფის გაჩენის მიზეზებია:

·         დაავადებული ცხოველის ნაკბენი (ძაღლი, კატა, მგელი და ა.შ.);

·         თვალში ან კანის დაზიანებულ ნაწილში დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრა;

·         ვირუსის გადაცემა საკვებით.

გასათვალისწინებელია, რომ განსაკუთრებით საშიშია სახის არეში ნაკბენი.


ცოფის სიმპტომები

ცოფის სიმპტომები შეიძლება დაიყოს სპეციფიკურ, არასპეციფიკურ და ადგილობრივ სიმპტომებად.
სპეციფიკური სიმპტომები:

·         ძლიერი ნერწყვდენა;

·         მოულოდნელი აღგზნება, რომელსაც შეიძლება ახლდეს ჰალუცინაცია და ბოდვა;

·         საყლაპავი და სასუნთქი კუნთების სპაზმები, რომელიც საყლაპავში წყლის ან ცივი ჰაერის მოხვედრისას წარმოიქმნება;

·         სხვადასხვა კუნთების პარალიჩი.

არასპეციფიკური სიმპტომები:

·         სხეულის ტემპერატურა 40°-ზე ზემოთ;

·         საერთო სისუსტე;

·         მადის დაკარგვა;

·         უძილობა;

·         დეპრესია;

·         გულის ცემის გახშირება.

ადგილობრივი სიმპტომები, წარმოიშობა ნაკბენ ადგილზე:

·         ტკივილი ხელის დაჭერის დროს;

·         ნაკბენის გარშემო კანის სიწითლე;

·         ნაკბენი ადგილის შეშუპება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი. იმისათვის, რომ დადგინდეს როგორ განიკურნოს ცოფი, ექიმი ატარებს საერთო ანალიზს, ანამნეზის ანალიზს და ნიშნავს:

·         ნერწყვის და ცერებროსპინალური სითხის ჰისტოლოგიურ ანალიზს;

·         ტრომბოციტების აქტივაციის ფაქტორის რეაქციის დადგენას კანის ბიოპტატებზე და თვალის რქოვანაზე.

 

ცოფის მკურნალობა

სამწუხაროდ, ცოფისგან სრულად განკურნების მეთოდი დღემდე არ არსებობს. ყველა ქმდება მიმართულია მისი კლინიკური სიმპტომების აღმოფხვრისკენ. ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ სტაციონარში და ენიშნება:

·         სედატიური პრეპარატები;

·         გაუმტკივარების საშუალებები;

·         კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         გლუკოზისა და ვიტამინების ინექციები.

 

საშიშროება

თუ არ განხორციელდება დაავადების დროული დადგენა და მკურნალობა, აუცილებლად დადგება ლეტალური შედეგი, რომელიც შემთხვევების 100%-ში ვლინდება. დროული პროფილაქტიკაც კი ვერ იძლევა დაავადების თავიდან აცილების საშუალებას.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ვაქცინაციის ჩატარება;

·         მაწანწალა ცხოველებისთვის თავის არიდება;

·         შინაური ცხოველების ვაქცინაცია.