ცისტიტი
ცისტიტი – შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის გავრცელებული დაავადება. გამოყოფენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ცისტიტი ქალებში უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე კაცებში.
მიზეზები
· ინფექციები (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები);
· ორგანიზმის გადაციება;
· ხშირი შეკრულობა;
· ანთებით დაავადებების გადატანა;
· ჰიგიენის ნორმების დარღვევა;
· ორგანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესების არსებობა.
სიმპტომები
· ტკივილი და წვა შარდვისას;
· ხშირი მოთხოვნა შარდვაზე;
· მძაფრსუნიანი შარდი;
· შარდის ფერის შეცვლა;
· სისხლნარევი შარდი;
· მწვავე ტკივილი წელის არეში;
· სხეულის ტემპერატურის აწევა (39 გრადუსამდე).
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის უროლოგი ნიშნავს:
· შარდის საერთო ანალიზს;
· შარდის დათესვას ფლორაზე;
· შარდის ბუშტის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· უროდინამიურ გამოკვლევას;
· ცისტოსკოპიას.
მკურნალობა
· ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
· ანტიბიოტიკები;
· იმუნური სისტემის გასაძლიერებელი პრეპარატები;
· ფიზიოთერაპია.
დიეტა
მკურნალობის დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:
· შემწვარი საკვები;
· ცხარე საკვები;
· შებოლილი საკვები;
· ტკბილეული;
· დამარინადებული საკვები.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს:
· პიელონეფრიტი;
· ჰემატურია;
· ღვიძლის უკმარისობა.
რისკის ჯგუფი
· ქრონიკული სასქესო ინფექციის მქონე პირები;
· შარდკენჭოვანი დაავადების მქონე პირები;
· სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები;
· ჰორმონალური დარღვევების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დღის მანძლზე საკმარისი სითხის მიღება;
· შარდის ბუშტის რეგულარულად დაცლა;
· ნატურალური ქსოვილის თეთრეულის ტარება;
· შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა.