ცინგა (სურავანდი)

 

ცინგა (სურავანდი) მწვავე დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში С ვიტამინის უკმარისობა ან საერთოდ არყოფნა.

 

მიზეზები

კვების რეჟიმის დარღვევა.

 

სიმპტომები

·         ჰემორაგიული გამონაყარი;

·         ღრძილებიდან სისხლდენა;

·         კბილების მორყევა;

·         სახსრების და კიდურების ტკივილი;

·         პირიდან და ცხვირიდან ხშირი სისხლდენა;

·         საერთო სისუსტე;

·         სწრაფი დაღლა;

·         იმუნიტეტის დაქვეითება;

·         ძლიერი შეშუპება.

 

გვიან სტადიაზე აღინიშნება:

·         ძვლების მოტეხილობა;

·         კალაში სისხლის ნარევი;

·         მწვავე ტკივილი მუცლის არეში;

·         განგრენოზული გინგივიტი;

·         შინაგან ორგანოებში სისხლის ჩაქცევა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს იმუნოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         პაციენტის ჩივილების ანალიზი და ანამნეზის შეგროვება;

·         სისხლის და შარდის საერთო ანალიზი.

 

მკურნალობა

·         С ვიტამინის მაღალი დოზით შემცველი პრეპარატების მიღება;

·         დიეტის დაცვა.

 

დიეტა

მკურნალობის დროს ინიშნება დიეტა, რომელიც მოიცავს ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის მიღებას.

 

საშიშროება

დაავადების მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს:

·         სეფსისი;

·         ძლიერი სისხლდენა;

·         პოლიორგანული უკმარისობა;

·         ჰიპოვიტამინოზი.

 

რისკის ჯგუფი

·         მოსახლეობის ასოციალური ფენა;

·         ხანგრძლივი ექსპედიციების მონაწილეები;

·         პატიმრები;

·         სამხედრო მოსამსახურეები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         რაციონალური და სტაბილური კვება;

·         С ვიტამინის შემცველი პრეპრატების მიღება.