ჩუტყვავილა

 

ჩუტყვავილა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადება. ის უფრო ხშირად გვხვდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. დაავადების აქტივობის პიკია შემოდგომა-ზამთრის პერიოდი.

 

დაავადება შესაძლოა გადავიდეს მძიმე ფორმებში:

·         ბულოზური ფორმა (რთულად მოშუშებადი წყლულების გაჩენა კანზე);

·         ჰემორაგიული ფორმა (სისხლდენა ცხვირიდან, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლიანი ვეზიკულების გაჩენა);

·         განგრენული ფორმა (მსხვილი ვეზიკულების გაჩენა, კანზე შავი წარმონაქმნების გაჩენა გარშემო ანთებითი პროცესით).

 

მიზეზები

დაავადება ვითარდება ორგანიზმში დნმ-გენომური ვირუსის მოხვედრის გამო, რომელიც კლასიფიცირდება როგორც ადამიანის მე-3 ტიპის ჰერპესის ვირუსი. ის გადამდებია ჰაერ-წვეთოვანი გზით. ასევე შეიძლება ვირუსი გადაეცეს ფეხმძიმე ქალისგან ნაყოფს.

 

ჩუტყვავილას სიმპტომები

დაავადების ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-3 კვირის მანძილზე. ჩუტყვავილას დამახასიათებელი სიმპტომებია:

·         ზოგადი უგუნებობა;

·         თავის ტკივილი;

·         მადის დაკარგვა;

·         სხეულის ტემპერატურის აწევა 39°-მდე;

·         გულის რევა, ღებინება;

·         გამონაყარი სახეზე, ყელზე, თავში, კიდურებზე;

·         წითელი ლაქების გაჩენა ხორხის, სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე და კონიუქტივიტზე.

 

დიაგნოსტიკა

ჩუტყვავილას მკურნალობის მეთოდებს ადგენს ექიმი-პედიატრი, რომელიც ატარებს პაციენტის საერთო დათვალიერებას. ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი სახის გამოკვლევები:

·         პჯრ-რეაქცია (პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია);

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         სეროლოგიური ანალიზი.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობის პირობები  ბავშვებში და ზრდასრულებში ერთნაირია. ინიშნება:

·         წოლითი რეჟიმი;

·         სითხის მიღება;

·         გამონაყარზე „ბრილიანტის მწვანე“-ს წასმა;

·         პირის ღრუს ანტიბაქტერიალური სავლებით დამუშავება (პირში ლაქების გაჩენის შემთხვევაში);

·         ანტივირუსული პრეპარატები;

·         იმუნომოდულირებადი პრეპარატები.

 

დიეტა

დაავადების მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია რძე-მცენარეული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს:

·         ხილ-ბოსტნეულის წვნიანებს;

·         რძის ფაფებს.

რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:

·         მარილიანი;

·         მჟავე;

·         ცხარე.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკრუნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         ენცეფალიტი;

·         მხედველობითი ნერვების ნევრიტი;

·         მენინგიტი;

·         ცრუ-კრუპი;

·         აბსცესი;

·         სეფსისი;

·         ართრიტი.

ჩუტყვავილა საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს:

·         ნაყოფის თანდაყოლილი ჩუტყვავილა;

·         ადრეული მშობიარობა;

·         ნაყოფის დაღუპვა.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:

·         10 წლამდე ბავშვები;

·         იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები (აივ-ინფიცირებულები);

·         ზრდასრულები, რომლებსაც არ გადაუტანიათ ჩუტყვავილა ბავშვობაში.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის პაციენტებს უტარდებათ ვაქცინაცია.