ჩიყვი

 

ჩიყვი დაავადებების ჯგუფი, რომელსაც თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვაგვარი გადიდება.

 

გამოიყოფა ჩიყვის შემდეგი ფორმები:

·         დიფუზიური ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვლის ზომიერი გადიდება);

·         კვანძოვანი ჩიყვი (ფარისებრ ჯირკვალში კვანძების გაჩენა);

·         კისტოზური ჩიყვი (ფარისებრ ჯირკვალზე კისტების გაჩენა);

·         დიფუზიურ ტოქსიკური ჩიყვი (ბაზედოვის დაავადება);

·         შერეული ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვლის გადიდება და მასზე კვანძების წარმოქმნა).

 

მიზეზები

დაავადება ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის გადიდებით, მისი გამომწვევი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ორგანიზმში იოდის უკმარისობა;

·         ფარისებრი ჯირკვლის ადენომა, კიბო;

·         ტირეოიდული ჰორმონების არასაკმარისი ან ჭარბი გამომუშავება (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი);

·         იმუნიტეტის დაქვეითება;

·         მიკროსისხლჩაქცევები;

·         შინაგანი ორგანოების დაავადება.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·         ფარისებრი ჯირკვლის გადიდება;

·         დაქაჩული თვალები;

·         საერთო სისუსტე;

·         ჭარბი ოფლიანობა;

·         წონის სწრაფად დაკლება;

·         არტერიული წნევის აწევა;

·         ყელის ტკივილი;

·         ყელის შესიების შეგრძნება;

·         გულმკერდის არეში ტკივილი;

·         სუნთქვის, ყლაპვის პრობლემები.

ჩიყვის სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს, თუ ფარისებრი ჯირკვალი უმნისვნელოდ არის გადიდებული.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი და ნიშნავს:

·         სისხლის საერთო ანალიზს;

·         შარდის ანალიზს;

·         იმუნოგრამას;

·         ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;

·         საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოსკოპიას;

·         ფარისებრი ჯირკვლის ბიოპსიას;

·         ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ტირეოიდული ჰორმონების გმოყოფის ხელშემშლელ პრეპარატებს;

·         რადიოაქტიური იოდის შემცველ პრეპარატებს;

·         ჩიყვის საწინააღმდეგო პრეპარატებს;

·         ქირურგიულ ჩარევას.

 

დიეტა

მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა და იოდით მდიდარი საკვები პროდუქტების მიღება:

·         თევზი;

·         ბოსტნეული (ხახვი, პომიდორი, ჭარხალი);

·         ხილი (ანანასი, ყურძენი, ვაშლი);

·         საქონლის ხორცი;

·         ნაღების კარაქი, რძე;

·         კვერცხი.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:

·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

·         საყლაპავის, ტრაქეის შეკუმშვა;

·         ფარისებრი ჯირკვლის მწვავე ანთება;

·         ჩიყვზე ავთვისებიანი წარმონაქმნები.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         ავტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები;

·         ფარისებრი ჯირკვლის ადენომას ან კიბოს მქონე ადამიანები;

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ზოგადგამაჯანსარებელი პროცედურების ჩატარება;

·         რაციონში იოდით მდიდარი პროდუქტების ჩართვა;

·         ხანგრძლივი დასხივებისა და ინსოლაციისგან თავის დაცვა;

·         ჩიყვის ადგილას ფიზიოპროცედურების ჩატარება (მაგნიტოლაზეროთერაპია).