ჩირქოვანი ოტიტი

 

ჩირქოვანი ოტიტი  დაავადება, რომელსაც ახასიათებს ყურის ბარაბანის ლორწოვანი გარსის ძლიერი ანთებითი პროცესი.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         ყურის ნიჟარაში ბაქტერიების, სოკოს, ინფექციის შეჭრა;

·         ცხვირ-ხახის დაავადებების გართულება;

·         ყურის ძლიერი დაზიანება;

·         სეპსისი;

·         მენინგიტის, ტუპერკულოზის გართულებები;

·         გადაციება.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         ყურის დაგუბების, ხმაურის შეგრძნება;

·         ხმა ისმის ექოს სახით;

·         სმენის დაქვეითება;

·         ყურის ძლიერი ტკივილი, რომელიც გადადის თვალებზე და კისერზე;

·         შუა ყურის შეშუპება;

·         ტემპერატურის აწევა;

·         ყურიდან ჩირქოვანი გამონადენი.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოტოლარინგოლოგი. მკურნალობის დასანიშნად საჭიროა:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         ოტოსკოპია;

·         აუდიომეტრია;

·         ტიმპანომეტრია;

·         ყურიდან გამონადენის დათესვა;

·         რენტგენოგრაფია;

·         თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიბიოტიკებს;

·         გასაუმტკივარებელ და სიცხის დამწევ პრეპარატებს;

·         სისხლძარღვების შემავიწროვებელ ყურის წვეთებს;

·         თბილ კომპრესებს;

·         ფიზიოთერაპიას;

·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;

·         სასმენი გზის ჩირქისგან გაწმენდას ქირურგიული გზით.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს:

·         სმენის დაკარგვა;

·         სმენის დაქვეითება

·         ყურის ბარაბანის გახეთქვა;

·         სახის ნერვის პარეზი;

·         ქოლეოსტეატომა;

·         საფეთქლის ძვლის ანთება;

·         შინაგანი გართულებები;

·         ტვინის აბსცესი.

შესაძლოა ლეტალური შედეგი.

 

რისკის ჯგუფი

·         ყურის დეფექტის მქონე ბავშვები;

·         ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ყურის ან ცხვირ-ხახის ოპერაციები;

·         გაზრდილი ადენოიდების მქონე ადამიანები;

·         იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         იმუნიტეტის გაძლიერება;

·         ცხვრი-ხახის და ყურის დაავადებების დროული მკურნალობა;

·         სასმენი გზების დაცვა წყლის მოხვედრისა და გადაციებისგან.