ცელულიტი

 

ცელულიტი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხიმის აქოვილებში გაჭედვა, რაც იწვევს ქსოვილის დისტროფიას.

 

მიზეზები

·         ცელულიტი თეძოებსა და დუნდულებზე ჩნდება - ვენოზური სისხლის მიმოქცევის, ლიმფური დრენაჟის დარღვევის, ზედმეტი ცხიმიანობის გამო;

·         ცელულიტი მუცელზე ჩნდება - ლიმფური და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევის გამო;

·         ცელულიტი ყელზე ჩნდება - ძვლებისა და კუნთების დაავადებების განვითარების გამო.

 

საერთო ფაქტორები:

·         გასუქება;

·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

·         ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი;

·         ორგანიზმის დაბერება;

·         არასწორი კვება;

·         მოწევა;

·         მთელი რიგი პრეპარატების მიღება.

 

სიმპტომები

·         კანის რელიეფის შეცვლა;

·         დაზიანებულ ადგილებში კანი ცივია;

·         დაზიანების დროს კანი იფარება ყვითელი ლაქებით.

 

დიაგნოსტიკა

ცელულიტის დიაგნოსტიკას ატარებს კოსმეტოლოგი, რისთვისაც საკმარისია საერთო დათვალიერება. დამატებით შესაძლოა საჭირო გახდეს:

·         კონტაქტური თერმოგრაფია;

·         პლიკომეტრია.

 

მკურნალობა

·         მასაჟისტთან ვიზიტი;

·         სახვევები;

·         ვაკუუმ-მასაჟი;

·         ენდერმოლოგია;

·         ულტრა-ბგერითი თერაპია;

·         მიკროშოკური თერაპია;

·         პრესოთერაპია;

·         მეზოთერაპია;

·         ელექტროლიპოზი;

·         სამკურნალო ფიზკურლტურა;

·         სამკურნალო აბაზანები;

·         ოპერატიული ჩარევა.

 

დიეტა

მკურნალობისას საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:

·         ცხოველურ ცხიმებს, ცხიმიან ხორცს;

·         ძეხვს და შებოლილ ნაწარმს;

·         შემწვარ საკვებს;

·         ნახევარფაბრიკატებს და კონსერვებს;

·         ყავას, შავ ჩაის და შოკოლადს;

·         სპირტიან სასმელს;

·         ტკბილეულს;

·         მარგარინს;

·         საკვებ დანამატებს;

·         მარინადს და მწნილეულს.

 

პროფილაქტიკა

·         დაბალანსებული კვება;

·         რეგულარული ფიზიკური ვარჯიში;

·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა;

·         ვიწრო, შემაწუხებელი სამოსის ტარებაზე უარის თქმა.