ბუასილი

ბუასილი დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავისა და ანალური ხვრელის ვენოზური კვანძების ანთება და გადიდება. გამოიყოფა დაავადების პირველადი და მეორადი ტიპი.

 

მიზეზები

·         მჯდომიარე ცხოვრების წესი;

·         მემკვიდრეობითობა;

·         მენჯის დამაკავშირებელი ქსოვილის სისუსტე;

·         ქრონიკული შეკრულობა ან აშლილობა;

·         ჭარბი წონა;

·         სიმძიმეების აწევა;

·         ტკბილი, მჟავე, მწარე საკვების ჭარბი გამოყენება.

ბავშვებში ბუასილს იწვევს ხშირი შეკრულობა და ქოთანზე დიდხანს ჯდომა.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         ჰემოროიდალური კვანძების გადიდება;

·         ანალური ხვრელის ქსოვილების გაღიზიანება, ძლიერი ტკივილი დეფეკაციისას;

·         სისხლდენა დეფეკაციისას;

·         ლორწოვანი გამონაყოფი ანალური ხვრელიდან.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         კალას ანალიზი;

·         სწორი ნაწლავის პალპაცია;

·         რექტორომანოსკოპია;

·         ანოსკოპია;

·         კოლონოსკოპია.

დამატებით ინიშნება მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა და გასტროსკოპია.

 

მკურნალობა

·         საფაღარათო პრეპარატები;

·         ვენოზური კედლების გამამკვრივებელი პრეპარატები;

·         ანთების საწინააღმდეგო სანთლები, მალამოები;

·         ელექტროკოაგულაცია;

·         სკლეროთერაპია;

·         ლიგირება ლატექსის რგოლებით;

·         ჰემოროიდალური კვანძების ქირურგიული გზით მოცილება.

 

საშიშროება

მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს:

·         ანალური ქავილი;

·         ანალური ხვრელის კანის დახეთქვა;

·         უწყვეტი სისხლდენა ანალური ხვრელიდან;

·         ანალური ხვრელის გარშემო კანის ანთება და დაჩირქება;

·         ჰემოროიდალური ვენების თრომბოზი;

·         დეფეკაციის შეუკავებლობა.

 

რისკის ჯგუფი

·         ადამიანები, რომლებიც ძირითადად ზიან ან ერთ პოზაში ყოფნა უწევთ;

·         მოხუცები;

·         ფეხმძიმე ან ახალნამშობიარები ქალები;

·         სპორტსმენები.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ფიზიკური ვარჯიშების მუდმივად შესრულება;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;

·         პირადი ჰიგიენის დაცვა;

·         ნატურალური ქსოვილით შეკერილი თეთრეულის გამოყენება.