ბრტყელტერფიანობა

ბრტყელტერფიანობა დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტერფის დეფორმაცია.

განვითარების მიხედვით გამოყოფენ:

·         გრძივ ბრტყელტერფიანობას;

·         განივ ბრტყელტერფიანობას.

 

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ტერფისა და ტერფის ძვლის პრობლემები;

·         რაქიტის გართულებები;

·         პოლიომიელიტის გართულებები.

 

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:

·         ფეხების სწრაფი დაღლა;

·         დღის ბოლოს ფეხების დასიება და სიმძიმის შეგრძნება;

·         ფეხსაცმელი სწრაფად ჯდება და იცვითება შიდა მხრიდან;

·         ქალებს დისკომფორტს უქმნის ქუსლიანი ფეხსაცმელი;

·         ტერფის გაფართოვება;

·         თეძოების, წელის, წვივების ტკივლი.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი და ნიშნავს:

·         საერთო კლინიკური დათვალიერება;

·         ტერფების რენტგენი;

·         ტერფების პლანტოგრაფია.

 

მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

·         მასაჟს;

·         მანუალურ თერაპიას;

·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს;

·         ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარებას;

·         სამკურნალო ფიზკულტურას;

·         აბაზანებს ფეხებისთვის;

·         ქირურგიულ ჩარევს.

 

საშიშროება

დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:

·         ფეხის თითების დეფორმაცია;

·         ართროზი;

·         სქოლიოზი;

·         მენისკის დაავადებები;

·         ოსტეოქონდროზი;

·         ხერხემლის თიაქარი;

·         რადიკულიტი;

 

რისკის ჯგუფი

·         ქალები, განსაკუთრებით ფეხმძიმეები;

·         ჭარბი წონის ადამიანები;

·         ძირითადად მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე პირები;

·         ადამიანები, ვისი პროცესიაც დაკავშირებულია ხანგრძლივად ფეხზე დგომასთან.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ბალახზე, ქვიშაზე, არათანაბარ ზედაპირზე ფეხშიშველი სიარული;

·         სიარულის სისწორისთვის ყურადღების მიქცევა;

·         კუნთების, ტერფების გასამაგრებელი ვარჯიშის შესრულება;

·         ხარისხიანი ფეხსაცმლის შერჩევა;

·         ერთი და იგივე პოზაში დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება.