ბოქვენის ტილი

ბოქვენის ტილი (ფტირიაზი) – ერთ-ერთი პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბოქვენის ტილები. გადადების ძირითადი გზა არის სქესობრივი.

 

მიზეზები

პედიკულესის ამ სახეობის გამომწვევია ბოქვენის ტილი, რომელსაც ახასიათებს შემდეგი ნიშნები:

·         სიგრძე დაახლოებით 2 მმ;

·         ადამიანის სისხლით კვება;

·         კვების არარსებობის შემთხვევაში კვდება 24 საათში;

·         აქტიურია მაღალი ტემპერატურის დროს.

დაავადება გადამდებია:

·         სქესობრივი კონტაქტით;

·         საერთო ჰიგიენური ნივთების, თეთრეულის გამოყენებისას;

·         საუნებში, აუზებში ხშირი სიარული და ა.შ.

მოკლე საინკუბაციო პერიოდის შემდეგ, რომელიც გრძელდება 1-3 დღე, ვითარდება ბოქვენის პედიკულესი.

 

სიმპტომები

·         ქავილი ბოქვენისა და პერიანალურ ნაწილში;

·         ქავილის გამწვავება ღამის პერიოდში;

·         კანის ჰიპერემია;

·         მკერდისა და მუცლის არეში მოცისფრო ლაქების გაჩენა, რაც გამოწვეულია ტილის ნაკბენით.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების გამოსავლენად ტარდება:

·         დაავადების მახასიათებელი კლინიკური ნიშნებისა და ტილის კვერცხების აღმოჩენა;

·         კვერცხებისა და ტილების მიკროსკოპია.

 

მკურნალობა

დღეისათვის შემუშავებულია მრავალი სახეობის სამკურნალო პრეპარატი ბოქვენის ტილის საწინააღმდეგოდ. მათი გამოყენების ძირითადი პრინციპები შემდეგია:

·         პრეპარატი ისმევა ბოქვენის თმის საფარზე და პერიანალურ ნაწილში;

·         რეკომენდირებულია თმის საფარის გაპარსვა;

·         პრეპარატის გაჩერება საჭიროა გარკვეული დროით (30-40 წუთი);

·         შემდეგ საჭიროა პრეპარატის ჩამობანა წყლითა და საპნით;

·         როგორც წესი საკმარისია ინსექტიციდის ერთხელ გამოყენება;

·         პარტნიორებმა ერთდროულად უნდა გაიარონ მკურნალობა;

·         მკურნალობის დროს საწოლის და პირადი თეთრეული უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხნარით (უნდა გამოიხარშოს და დაუთვდეს ორივე მხრიდან).

 

საშიშროება

დაავადება არ წარმოადგენს დიდ საშიშროებას, თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება მოახდინოს ალერგიული რეაქციების პროვოცირება. საშიშია კანის საფარის დაზიანებაც, რადგან კანზე ნაკბენი ადგილები შეიძლება გახდეს სხვა ინფექციების განვითარების საბაბი.

 

რისკის ჯგუფი

·         მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრების მქონე პირები;

·         ადამიანები, რომელბიც არ იცავენ პირადი ჰიგიენის ნორმებს.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         პირადი ჰიგიენის დაცვა;

·         შემთხვევით სქესობრივ კონტაქტზე უარის თქმა.