ბილანიტი

ბილანიტი — დაავადება წარმოადგენს მამაკაცის სასქესო ორგანოს თავის კანის ანთებით პროცესს. უმეტეს შემთხვევებში მას შეიძლება თან ახლდეს პოსტიტი - სასქესო ორგანოს დაბოლოების ანთება - «ბალანოპოსტიტი».

 

ბალანიტი ბავშვებში გვხვდება საკმაოდ ხშირად, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, ექსუდიური დიათეზის არსებობისას  (ანთებითი დაავადებების მიმართ მიდრეკილება). ასევე ბალანიტი ბავშვში წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ მას არ გაუკეთეს წინადაცვეთა.

გამოყოფენ ბალანიტის შემდეგ სახეობებს:

·         ირიტატიული ბალანიტი (მჭიდრო ტანსაცმელის გამო გაღიზიანება);

·         ტრამვატული ბალანიტი;

·         ინექციური (კანდიდოზური, ტრიქომონადული, ქლამიდური, კარეტოტიული, ქსეროტიული, ცირცინარული) ბალანიტი;

·         სკლეროტიკული მაობლიტირირებელი ბალანიტი;

·         ზოონას ბალანიტი.

 

მიზეზები

ბალანიტის წარმოშობის მიზეზები:

·         პენისის თავის ან გამტარი ნაწილების ტრამვა (სმეგმით (თეთრი ნადები პენისზე) შარდით, სამოსით გაღიზიანება);

·         ინფექციური დაავადების შემდგომი გართულება (კანდიდოზი, ქლამიდოზი, სიფილისი);

·         ჩირქოვანი ურეტიტი;

·         შაქრიანი დიაბეტი.

 

ბალანიტის სიმპტომები

·         სიწითლე, შეშუპება, ეროზია, კანის დახეთქვა, პრეპუციალური ჩანთის ჩახევა (ტრამვატული ბალანიტი);

·         სიწითლე, შეშუპება (ირიტატიული ბალანიტი);

·         ღია-წითელი ეროზიები (ცირცინარული ბალანიტი);

·         გაუხეშებული ქერქით დაფარული პაპულები, (კსეროტიული ბალანიტი);

·         აქერცვლა, ეროზია, სასქესო ორგანოს გარსის შეშუპება და სიწითლე, ნაპირა გარსის დახეთქვა (კანდიდოზური ბალანიტი);

·         მოყავისფრო-მოვარდისფრო გამონაყარი, სისველის მქონე ზედაპირით, სასქესო ორგანოს თავზე წვრილი წითელი ალქები (ზოონას ბალანტი).

ყველა ტიპის ბალანიტისთვის დამახასიათებელი დამატებითი ნიშნებია:

·         სხეულის ტემპერატურის აწევა;

·         მუდმივი დაღლის შეგრძნება;

·         აღგზნებისა და ერექციის შეტევები.

 

დიაგნოსტიკა

ბალანიტის მკურნალობის დასადგენად საჭიროა:

·         დაავადების გამომწვევი მიზეზის აღმოსაჩენად ბაქტეროლოგიური გამოკვლევის ჩატარება (ნაცხი ურეთრადან);

·         სისხლის ანალიზი შაქრის დასადგენად;

·         შარდის ანალიზი;

·         სხვა სასქესო ინფექციების გამოსაკვლევად ანალიზების გაკეთება.

 

ბალანიტის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიბაქტერიალური პრეპარატების მიღებას;

·         სასქესო ორგანოს თავის დაბანას წყალბადის ზეჟანგის, ფურაცილინის ან კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით;

·         ქირურგიულ ჩარევას (უკიდურესი ნაწილის მოკვეთა).

 

საშიშროება

ბალანიტის მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს:

·         ლიმფანგიტი (სასქესო ორგანოს ლიმფატური სისხლძარღვების ანთება);

·         საზარდულის ლიმფადენიტი (საზარდულის ლიმფოკვანძების ანთება);

·         სასქესო ორგანოს განგრენა.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ძირითად ჯგუფს წარმოადგენენ 25-35 წლის მამაკაცები;

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;

·         სასქესო ორგანოს თავის (ფიმოზის) გაშიშვლების შეუძლებლობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ექიმ-უროლოგთან მისვლა და მკურნალობის დაწყება.