ბაზედოვის დაავადება

ბაზედოვის დაავადება (დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი) – აუტოიმუნური ენდოკრინული დაავადება, წარმოადგენს ჩიყვის ერთ-ეთ სახეობას. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქ ან მძიმე ფორმებში.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერტროფიისა და ჰიპერფუნქციის შედეგად, რასაც მივყავართ თირეოტოქსიკოზის განვითარებამდე.

ბაზედოვის დაავადების მიზეზები:

·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;

·         ქრონიკული დაავადებები (ანგინა);

·         აუტოიმუნური დარღვევები (შაქრის დიაბეტი, ვიტილიგო);

·         იოდის შემცველი პრეპარატების ჭარბი გამოყენება.

 

ბაზედოვის დაავადების სიმპტომები

ინფუზიური ტოქსიკური ჩიყვისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

·         თვალის გუგების გაფართოვება, დასიება;

·         თვალებში სიმშრალის, ტიკვილის შეგრძნება;

·         კონიუქტივიტი;

·         თვალისშიდა წნევის მომატება;

·         ფარისებრი ჯირკვლის გადიდება;

·         გახშირებული გულისცემა;

·         არითმია;

·         გახშირებული სუნთქვა;

·         წონის სწრაფი დაკლება;

·         ცხელება;

·         ძვლების სიმყარის შემცირება.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი, რომელიც ნიშნავს შემდეგ გამოკვლევებსა და ანალიზებს:

·         სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;

·         სისხლის იმუნოფერმენტული ანალიზი;

·         ფარისებრი ჯირკვლის ბიოპსია;

·         ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევა;

·         ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია;

·         რეფლექსომეტრია.

 

ბაზედოვის დაავადების მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიტირეოიდულ პრეპარატებს;

·         რადიოაქტიული იოდით თერაპიას;

·         ქირურგიულ ჩარევას.

ბაზედოვის დაავადების ქირურგიული გზით მკურნალობა (ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა) მიმდინარეობს მედიკამენტებზე ალერგიული რეაქციების ფონზე, სისხლში ლეიკოციტების დონის სწრაფი დაგდებით და გულ-სისხლძარღვთა სისტემაში დარღვევებით.  

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:

·         ჰიპერტირეოზი;

·         ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება;

·         გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;

·         კუნთების სისუსტე;

·         პარალიჩი;

·         კანის ჰიპერპიგმენტაცია;

·         ტიეროტოქსიკური კრიზი;

·         გულის შეტევა;

·         ინსულტი.

ტიეროტოქსიკურ კრიზს მოსდევს ლეტალური შედეგი შემთხვევების 30-50%-ში.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·         30-50 წლის ქალბატონები;

·         ადამიანები, ვისაც აწუხებს შაქრიანი დიაბეტი ან რევმატოიდული ართრიტი;

·         ფეხმძიმე ქალბატონები.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;

·         საკვებად იოდისა და ნახშირწყლების საკმარისი რაოდენობის შემცველი პროდუქტების გამოყენება;

·         ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროული მკურნალობა;

·         სისხლში ჰორმონების შემცველობის რეგულარულად გაკონტროლება.