ბავშვების ცერებრიალური დამბლა

ბავშვების ცერებრიალური დამბლა კრებითი ტერმინი, რომელიც აერთიანებს ქრონიკულ, არაპროგრესირებად მამოძრავებელ დარღვევებს, რაც გამოწვეულია პერინატალურ პერიოდში განვითარებული თავის ტვინის ანომალიის შედეგად.

ფორმის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი სახის დამბლა:

·         ადრეულივითარდება 6 თვემდე ასაკში;

·         საწყისივითარდება 6-თვიდან 2 წლამდე;

·         გვიანივითარდება 2 წლიდან.

 

მიზეზები

დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია. ნებისმიერი ცერებრიალური დამბლის განვითარების მიზეზად ითვლება თავის ტივნის ქერქში წარმოქმნილი პათოლოგიები.

ბავშვის ცერებრიალური დამბლის მიზეზებია:

·         ნაყოფის ასფიქსია, ჰიპოქსია;

·         სამშობიარო ტრავმები (თავის, კისრის დაზიანება);

·         პერინატალურ პერიოდში თავის ტვინში სისხლჩაქცევა;

·         ფეხმძიმობის დროს დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებები (წითელა, გრიპი, სიფილისი);

·         დედის ორგანიზმში არსებული ქრონიკული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი);

·         ფეხმძიმობის დროს ინტოქსიკაცია.

 

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         კუნთების ტონუსის დაწევა;

·         კიდურების უნებლიე მოძრაობები;

·         ფეხებისა და ხელების სისუსტე;

·         კრუნჩხვა;

·         მეტყველების დარღვევა;

·         მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;

·         ფიზიკური და გონებრივი განვითარების დაქვეითება;

·         მხედველობისა და სმენის დაქვეითება.

·         ფსიქიკის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი და ნიშნავს:

·         სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;

·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;

·         თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

 

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ქალას შიდა  წნევის დამწევ პრეპარატებს;

·         კუნთების დაჭიმულობის მომხსნელ პრეპარატებს;

·         ტვინის მკვებავ პრეპარატებს;

·         ქირურგიულ ჩარევას;

·         სამკურნალო ფიზკულტურას;

·         სამკურნალო მასაჟებს.

 

საშიშროება

აუცილებელი მკურნალობის არარსებობის პირობებში შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

·         გონებრივი ჩამორჩენა;

·         ეპილეპსია;

·         სიმაღეში ზრდის შეფერხება;

·         ხერხემლის დეფორმაცია;

·         შეგრძნებების დარღვევა.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         დღენაკლული ბავშვები;

·         ნორმაზე მეტი ან ნაკლები წონით დაბადებული ბავშვები;

·         სტიმულაციის საშუალებით დაბადებული ბავშვები.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         სამკურნალო პრეპარატების გამოყენების გაკონტროლება;

·         სპირტიანი სასმელების გამოყენებაზე უარის თქმა.