აზარტულობა


აზარტულობა  წარმოადგენს ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სახეობას, გამოიხატება აზარტული თამაშების მოთხოვნილებაში, რაც გამოწვეულია სოციალრი, მატერიალური და ოჯახური ფასეულობებისადმი ინტერესის დაკარგვით. აშლილობის გავრცელებულ ფორმებს შორის არის: კაზინოში თამაში, კომპიუტერული თამაში.

 

დაავადების მიზეზები:

·         არაფორმირებული ფსიქიკა (მოზარდობის ასაკი);

·         სექსუალური დაუკმაყოფილებლობა;

·         ცხოვრებაში ნათელი მომენტების უკმარისობა/არქონა.

 

სიმპტომები

·         ავადმყოფი ბევრს საუბრობს საყვარელ თამაშზე, მუდმივად ფიქრობს რა ითამაშოს;

·         თამაშისთვის თავის დანებების სურვილის არ ქონა, იძულებით თავის დანებებისას აგრესიულობა, თამაშის განახლებისას ემოციური აღგზნება;

·         საჭმლისადმი ინტერესის დაკარგვა;

·         თამაშის დასრულების ზუსტი დროის განსაზღვრის პრობლემა;

·         ძილის დროის შეზღუდვა;

·         პირადი ჰიგიენის, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობის წესების დარღვევა;

·         ერთ დროს საყავარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა.

 

დიაგნოსტიკა

აზარტულობის მკურნალობის დასადგენად ექიმი-ნარკოლოგი ატარებს საერთო დათვალიერებას და ესაუბრება პაციენტს იმ მიზეზების დასადგენად, რომლებიც თამაშის სურვილს იწვევს, ასევე არკვევს იყო თუ არა თამაში შეწვეტის მცდელობა და როგორ აისახება პაციენტის ცხოვრებაზე აზარტული თამაშები. 

 

სტადიები

აზარტულობა, როგორც დაავადება ვლინდება სამ სტადიად:
I
სტადია - თამაშის დიდი სურვილი. ამ სტადიაზე აზარტთან ბრძოლას არ იწყებენ, რადგან ის ზედაპირულად ვლინდება. მოტივი «ვითამაშოარ ვითამაშო» ამ შემთხვევაში არ არსებობს. ადამიანს შეუძლია უარი თქვას თამაშზე, მაშინაც კი, თუ მას ამის სურვილი აქვს. გაუცნობიერებლად მოთამაშე სულ უფრო ხშირად იწყებს თამაშს და ყოველ ჯერზე უფრო მაღალ ფსონებს დებს, ასევე გაუცნობიერებლად აგრძელებს სეანსებს.

II სტადია - ავადმყოფს ძალიან უჭირს საკუთარი თავისთვის თამაშის აკრძალვა. «ვითამაშოარ ვითამაშო»-ს შორის არჩევა, ის უფრო ბოლო ვარიანტისკენ იხრება, თუმცა ამ შემთხვევაშიც თამაში სულ უფრო ითრევს მაინც, ჩნდება გარდაუვალი გამარჯვების მოლოდინი და წარმატების რწმენა. ფულადი მოგება იდება ახალ ფსონებში. ამ ეტაპზე მანიის მკურნალობა მიმდინარეობს ადვილად, თუმცა სიტუაციის გართულების გაუგებრობის გამო, მოთამაშე ექიმთან იშვიათად ხვდება.

III სტადია - ფსიქოლოგიური კუთხით ამ სტადიაში მყოფი მოთამაშის პორტრეტის აღწერა ხდება შემდეგნაირად: ადამიანი ზის კომპიუტერთან, მისი სახის გამომეტყველება გადმოსცემს ძლიერ ემოციურ აღგზნებას. თამაში გრძელდება განუსაზღვრელი დროით. «დასვენების» დროს ავადმყოფი გეგმავს თამაშის სამომავლო ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ თამაშის სურვილი ხდება გადაულახავი. მესამე სტადიაზე თამაშის მანიის მკურნალობის საკითხი უკვე მწვავედ დგას.

 

შედეგები

თუ დაავადებას დროულად არ მიექცევა სათანადო ყურადრება, სიტუაცია ხდება კრიტიკული. მოთამაშე კარგავს თავის სოციალურ სტატუსს, წყვეტს ურთიერთობას მეგობრებთან. აღინიშნება პიროვნული დეგრადაცია, ადამიანს უგროვდება ვალები (თუ თამაში რეალურ ფულზე იყო). 

დაავადებული არ ფიქრობს, როგორც შეიძლება ამ მანიისგან გათავისუფლდეს და თვლის, რომ მას ტყუილად ადანაშაულებენ. ის ყურადღებას არ აქცევს გარეგნობას, არ აინტერესებს რა ხდება გარშემო. შესაძლოა ოჯახის დანგრევა, სამსახურის დაკარგვა, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა. 

 

მკურნალობა

მანიის სამკურნალო ეფექტურ მეთოდებს შორის არის:

·         წამლების მიღება - რომელბიც მიმართულია განწყობის სტაბილიზაციისკენ და ანტიდეპრესანტები მიმართულია თამაშის თანმხლები პრობლემების ჩახშობისკენ - მაგალითად დეპრესიის. მხოლოდ მათი გამოყენებით თამაშის მანიის განკურნება შეუძლებელია. საჭიროა მკურნალობის შევსება ფსიქოთერაპიით. 

·         ფსიქოთერაპია - გამოხმაურებების თანახმად, თამაშის მანიის მკურნალობა ეფქტურია, თუ გამოიყენება კოგნიტური ქცევის თერაპია. მისი მინდინარეობის დროს სპეციალისტი ასწავლის პაციენტს თამაშის სურვილის მოკვლის მეთოდებს, ქცევაზე ყურადღების კონცენტრაციას. გამოვლენილი არაჯანსაღი და ნეგატიური ქცევა იცვლება პოზიტიურით და რაციონალურით.

·         ურთიერთდახმარების ჯგუფში ჩართვა - «ანონიმური მოთამაშეების» შეხვედრისას იმართება საუბარი თემაზე, თუ როგორ უნდა გათავისუფლდნენ თამაშის მანიისგან. ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ ემოციურ განცდებს, პრობლემებს და წარმატებებს. ისინი აანალიზებენ, როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება აზარტული თამაშების შეწყვეტის შემდეგ. შეხვედრაზე ხშირად იწვევენ ყოფილ აზარტულ მოთამაშეებს, რომლებიც ყვებიან სად და როგორ მოახერხეს ამ მანიისთვის თავის დანებება.

მანიის მკურნალობა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურია და ამას წყვეტს ექიმი, გამომდინარე იქედან, თუ რომელი სიმპტომი დომინირებს. თუმცა სრული კრუსის გავლის შემდეგაც კი, ადამიანს შეუძლია ისევ დაიწყოს თამაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ურთიერთობა აქვს მოთამაშეებთან. თამაშის სურვილის კვლავ გაჩენის შემთხვევაში სასურველია ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, რათა გამოირიცხოს თამაშზე დამოკიდებულების ხელახლა გაღვივება.

 

რისკის ჯგუფი

აღნიშნულ მანიას არ გააჩნია განსაკუთრებით გამოყოფილი რისკ-ჯგუფი, რადგან ის თანაბრად შეიძლება დაემართოს როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებს, თუმცა დადგენილია, რომ მამაკაცებს გაცილებით ხშირად ემართებათ, ვიდრე ქალებს.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია ხშირად თამაშისთვის, ასევე სათამაშო კლუბებისთვის და კაზინოებისთვის თავის არიდება.